|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალშენი.
|
ახალშენი (2010 წლის 20 ნოემბრამდე — „კიარიაკი“[2]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტში[3]. მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1640 მ სიმაღლეზე. წალკიდან დაშორებულია 11 კილომეტრით. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 152 ადამიანი.[4]
სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა გიორგის ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები). მცირე ზომის ლამაზი ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკმლების სათაურები უხვადაა მოჩუქურთმებული. საკურთხეველში 3 ნიშია. იატაკი და სახურავი ქვისაა. მოხატულობა ახალია.
სოფლის შუაში დგას სამლოცველო, რომელიც აგებულია ძველი ქართული ეკლესიის ადგილზე. ახალშენში არის აგრეთვე 1869 წელს აშენებული ახალი ეკლესია და სამრეკლო (1874). ყველა ამ შენობაში გამოყენებულია ძველი ნაგებობის ქვები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 439 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2014[1] |
439 |
216 |
223
|
ლიტერატურა
სქოლიო