მოა (ინგლ. Moa Island) — კუნძული ავსტრალიის შტატ კვინსლენდში. იგი არის ტორესის სრუტის კუნძულებიდან ერთ-ერთი.
კუნძულზე ორი დასახლებაა, კუბინი და წმ. პოლსი, რომლებიც ბიტუმენისა და გრაველის გზითაა დაკავშირებული ერთმანეთს.
გეოგრაფია
მოა წარმოადგენს დიდ კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით პაპუა-ახალი გვინეასა და ავსტრალიის შუაში. უახლოესი კუნძული, ბადუ, მისგან გამოყოფილია სამკილომეტრიანი სრუტით. მოას ფართობი შეადგენს 171,7 კმ²-ს (ეს სიდიდით მეორე კუნძულია ტორესის სრუტეში). სანაპირო ზოლის სიგრძე — 52,6 კმ. უმაღლესი წერტილი აღწევს 399 მეტრს[1].
გეოლოგიური თვალსაზრისით კუნძულები მოა და მისი მეზობელი ბადუ წარმოადგენენ პლეისტოცენის პერიოდში არსებულ ერთიანი ხმელეთის ნაწილის ნარჩენს კუნძულ ახალი გვინეასა და კონტინენტ ავსტრალიას შორის, ასევე კეიპ-იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთის დაბოლოვებაა, რომლის წარმოშობაც დათარიღებულია დაახლოებით გოლოცენის პერიოდით. თვითონ კუნძული მოა გამოეყო ნახევარკუნძულს დაახლოებით 8-6 ათასწლეულში ჩვენს ერამდე[2].
მოას ზედაპირი უპირატესად კლდოვანია და დაფარულია იშვიათი მცენარეულობით[3].
ისტორია
1908 წელს კუნძულზე დაარსდა ანგლიკანური ეკლესიის მისია[4].
მოსახლეობა
2006 წლის მონაცემებით კუნძულ მოაზე ცხოვრობდა 439 ადამიანი. კუნძულზე არსებობს ორი დასახლებული პუნქტი: კუბინი (201 ადამიანი 2006 წელს)[3]), რომელიც განლაგებულია მოას სამხრეთ სანაპიროზე, და წმ. პოლსი (238 ადამიანი 2006 წელს[5]) კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. კუბინი უპირატესად დასახლებულია უელსის პრინცის კუნძულიდან და სხვა ახლომდებარე კუნძულებიდან 1870-იან წლებში გადმოსახლებულებით. წმ. პოლსში ძირითადად ცხოვრობენ წყნარი ოკეანის კუნძულებიდან გადმოსახლებულნი.
წყარო
სქოლიო
- ↑ Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ David, Bruno; McNiven, Ian; Mitchell, Rod; Orr, Meredith; Haberle, Simon; Brady, Liam; Crouch, Joe, Badu 15 and the Papuan-Austronesian settlement of Torres Strait, სიდნეი: Archaeology in Oceania, 2004, ტ. 39, № 2.
- ↑ 3.0 3.1 Kubin Community - Moa Island. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ Buchanan, Florence Griffiths (1861 - 1913). Australian Dictionary of Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ St Pauls Community - Moa Island. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.