მილოშ ზემანი (ჩეხ. Miloš Zeman; დ. 28 სექტემბერი 1944, კოლინი, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ჩეხეთის მესამე პრეზიდენტი, ამასთანავე პირველი პრეზიდენტი, რომელიც აირჩიეს საერთო-სახალხო არჩევნების გზით. გაიმარჯვა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თანამდებობა დაიკავა 2013 წლის 8 მარტს.
ბიოგრაფია
დაიბადა 1944 წელს, კიოლნში.[1]
1968 წლამდე, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეჭრამდე, იყო კომუნისტური პარტიის წევრი. 1969 წელს დაამთავრა პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტი. 1990-1992 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. 1996-1998 წლებში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1998-2002 წლებში კი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.
2013 წელს ჩეხეთის პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55%-ით დაამარცხა ოპონენტი, კარელ შვარცენბერგი.
პოლიტიკა
ზემანი მემარცხენე ორიენტაციისაა. მხარს უჭერს ჩეხეთის მეტად ინტეგრაციას ევროკავშირში განსხვავებით წინა პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსისგან, რომელიც ცნობილი ევროსკეპტიკოსი იყო.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო