მარლენ ეგუტია (დ. 29 ოქტომბერი, 1937, თბილისი, — გ. 18 სექტემბერი, 2019) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1979).[1]
ბიოგრაფია
სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1968 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1967-1970 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში. 1970 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები როლებიდან აღსანიშნავია: ოიდიპოს მეფე; ყორღანაშვილი, რუსი მღვდელი („საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“); კალე („ქაქუცა ჩოლოყაშვილი“); მთხრობელი („შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“); დარიალოვი („შთამომავლობა“); მელენტი კანკია, მილიციის უფროსი („ჰაკი აძბა“).[2] გადაღებულია ფილმებში: „უძინართა მზე“, „დათა თუთაშხია“, „სიყვარულის ბალადა“, „მალე გაზაფხული მოვა“, „იავნანა“ და „ომი და ქორწილი“.[1]
ნათამაშები როლები
მარჯანიშვილის თეატრი
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო