თეიმურაზ კვანტალიანი (დ. 17 აგვისტო, 1953, თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი.
1974-1978 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1990 წელს დაამთავრა სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (ნ. მიხალკოვისა და ვ. გრამატიკოვის სახელოსნო).
1990-1991 წლებში იყო საქართველოს ტელე-რაიდიო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი. 1992-2001 წლებში მოღვაწეობდა ლიეტუვაში. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმებისა: „მიცვალებულთა კუნძული“ (2003), „თამაში“ (1990), „ბიძინა“ (1987). გადაღებულია ფილმებში: „თვალი პატიოსანი“ (შ. მანაგაძე, 1976), „ბეღურების გადაფრენა“ (თ. ბაბლუანი, 1980), „უძინართა მზე“ (თ. ბაბლუანი, 1992).
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში