მადი უოტერსი (ინგლ.Muddy Waters; ნამდვილი სახელი მაკინლი მორგანფილდი (ინგლ.McKinley Morganfield დ. 4 აპრილი, 1913 — გ. 30 აპრილი, 1983),[4][5]) — ამერიკელიბლუზის მუსიკოსი, მომღერალი და გიტარისტი, რომელიც მიჩნეულია „თანამედროვე ჩიკაგო ბლუზის მამად“.[6]
მადი უოტერსმა 17 წლის ასაკში, სონ ჰაუზის და რობერტ ჯონსონის მიბაძვით დაიწყო გიტარასა და ჰარმონიკაზე დაკვრა. 1943 წელს გადავიდა ჩიკაგოში, სადაც იქცა პროფესიონალ მუსიკოსად. 1946 წელს თავისი პირველი ჩანაწერი ჩაწერა Columbia Records-ში და შემდეგ Aristocrat Records-ში.
მადი უოტერსმა გავლენა მოახდინა არა მარტო ბლუზის და რიტმ ენ ბლუზის, არამედ როკ-ენ-როლის, მძიმე როკის, ჯაზისა და ქანთრის განვითარებაზე. 2010 წელს ჟურნალ „Rolling Stone“-მა მადი უოტერსს თავის სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი“ 17-ე ადგილი მიუჩინა.[7] 1987 წელს უოტერსი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მისი ოთხი სიმღერა „Rollin' Stone“ (1950), „Hoochie Coochie Man“ (1954), „Mannish Boy“ (1955) და „Got My Mojo Working“ (1957) შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის სიაში „500 Songs that Shaped Rock and Roll.“[8] გარდა ამისა, არის გრემის შვიდ გზის ლაურეატი.[9]
მადი უოტერსი გარდაიცვალა 1983 წლის 30 აპრილს გულის უკმარისობით, საკუთარ სახლში, უესტმონტში, ილინოისის შტატში.
Dahl, Bill (1996). „Muddy Waters“. In Erlewine, Michael (ed.). All Music Guide to the Blues. San Francisco: Miller Freeman Books. ISBN0-87930-424-3.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)