კომბოსტოს ლორწოვანი ბაქტერიოზი, კომბოსტოს სველი სიდამპლე — კომბოსტოს ბაქტერიული დაავადება. გამომწვევია სხვადასხვა სახეობის ბაქტერიები: Erwinia carotovora, Erwvinia aroideae, Pseudomonas . დაავადების პირველი სიმპტომები მცენარეზე შესაძლოა ლებანფოთლის ფაზაში დაფიქსირდეს. ამ დროს ლებანფოთლებზე ჩნდება ზეთოვანი ლაქები, რის შედეგადაც მცენარის განვითარება ფერხდება ან მცენარე იღუპება. დაავადება მასობრივად ვრცელება ვეგეტაციის მეორე ნახევარში. ამ დროს დაავადებული კომბოსტოს თავების გარე ფურცლები მუქდება, ტენიან ამინდებში ხდება ლორწოვანი და ლპება. დროთა განმავლობაში დაავადება მთლიანად ვრცელდება კომბოსტოს თავზე, რომელიც სრულად ლპება და სცილდება ღეროს. ამ პროცესს თან ახლავს უსიამოვნო სუნი. აღსანიშნავია, რომ თუ კომბოსტოს თავის ზედა ფურცლები დაზიანებულია დაავადებით და ამ პერიოდს მშრალი ამინდები დაემთხვა, დაზიანებული უბნები ხმება, თხელდება და ხდება გამჭირვალე. ასეთ დროს კომბოსტოს თავზე შესაძლებელია დაავადების გავრცელების ლოკალიზება. ხანდახან დაავადების განვითარება იწყება კომბოსტოს მურკიდან, ამ დროს ის რბილდება, წყდება კომბოსტოს თავების ფორმირების პროცესი და ცვივა. კომბოსტო, რომელიც დაავადებულია და დათვალიერებისას არ აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ შეინახება 3–4 °C-იან საწყობში, იწყებს ლპობას. დაავადება ადვილად გადადის დაავადებულიდან საღ კომბოსტოზე და მასაც აავადებს.[1]
ბრძოლის ღონისძიებები: დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან, კულტურათა მონაცვლეობა, შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა.[1]
სქოლიო
|
---|
| სახეობები |
|
---|
| დაავადებები |
კილა, კომბოსტოს ფომოზი, კომბოსტოს ფუზარიოზული ჭკნობა, ნაცრისფერი სიდამპლე, კომბოსტოს ალტერნარიოზი, კომბოსტოს ჭრაქი, კომბოსტოს თეთრი ლაქიანობა, კომბოსტოს რიზოქტონიოზი, კომბოსტოს თეთრი სიდამპლე, კომბოსტოს მოზაიკა, კომბოსტოს ლორწოვანი ბაქტერიოზი, კომბოსტოს ბლეკროტი
|
---|
| მავნებლები | |
---|
| |
|