ფსევდომონადები არიან გრამუარყოფითი, სწორი ან ოდნავ მოხრილი ჩხირები მომრგვალებული ბოლოებით. მათი ზომებია 0,5 - 0,7-დან 1 - 3 მკმ-მდე, კარგად იღებებიან ანალინური საღებავებით. ძირითადად მოძრავია (მონო- ან ლოფოტრიქალური.) სპორებს არ წარმოქმნიან, კაფსულა არ გააჩნიათ, მაგრამ წარმოქმნიან ლორწოს, რომელიც ბაქტერიას გარედან ფარავს. [2]
ეპიდემიოლოგია
ფსევდომონადები ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებულნი. გვხვდებიან წყალში, ნიადაგაში, ჰაერში, ადამიანისა და ცხოველების ნაწლავში, კანსა და ლორწოვან გარსებზე.
რეზისტენტული და ბიოქიმიური თვისებები
ფსევდომონადების გვარს რეზისტენტულია ულტრაიისფერი სხივების, ანტისეპტიკების (ფურაცილინი, რივანოლი) წინააღმდეგ. საავადმყოფოსშიდა პირობებში მტვერში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 2 კვირის განმავლობაში. 60° გრადუსზე დუღილისას იღუპება 15 წუთის შემდეგ და 2%-იანი ფენოლის ხსნარით დამუშავებისას. [3]
ეს აერობული ბაქტერიებია, რომლებსაც გააჩნიათ მთელი რიგი ფერმენტები, რომლებიც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენენ (დეჰიდრაზები, ციტოქრომი, ციტოქრომოქსიდაზა). ზრდის ტემპერატურული დიაპაზონია 6°-იდან 45°-მდე, pH-ი კი 7,2-7,5.
დამახასიათებელია ე.წ პიოციანინის გამოყოფა - სპეციფიკური პიგმენტი, რომელიც ფსევდომონადების კოლონიას ლურჯ-მწვანე შეფერილობას აძლევს. ფსევდომონადების ზოგიერთი სახეობისთვის დამახასიათებელია ყვითელი (Pseudomonas fluorescens, Pseudomonas putida), წითელი (პიგმენტი - პიორუბინი), შავი (პიომელანინის) პიგმენტების გამომუშავება.
პათოგენობა
ფსევდომონადები შეიძლება გამოივწიონ სეპსისი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ართრიტი, ოტიტი, პნევმონია (Pseudomonas pneumonia), პლევრიტი, თირკმლების ან ტვინის აბსცესი, შარდ-სასქესო სისტემის ანთება. ხშირად საავადმყოფოსშიდა ჭრილობების ჩირქოვანი ინფექციების მიზეზია. [4]
სქოლიო
↑Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 781
↑Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 782
↑Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 782
↑Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 785