იან მაკ-კალოჰი (ინგლ. Ian McCulloch; დ. 28 ივლისი, 1971, პრესტონი; ინგლისი) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი, 2002 წლის British Open-ისა და 2004 წლის გრან-პრის ფინალისტი.
თამაშის სტილი
იან მაკალოჰი გამოირჩევა თამაშისადმი თავისი სოლიდური მიდგომით. ის პრაქტიკულად არასდროს იღებს სწრაფ და რისკიან გადაწყვეტილებებს, დარტყმაზე კი ზოგჯერ ძალიან დიდ დროს ხარჯავს. მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ სერიული სნუკერისტია: მის ანგარიშზე ირიცხება 100-ზე მეტი სენჩერი-ბრეიკი, მისი უმაღლესი ბრეიკი კი არის — 145 ქულა — რომელიც ინგლისელმა 2003 წლის British Open-ზე გააკეთა.
მიღწევები კარიერაში
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში