იაკობ მარი

იაკობ მარი
დაბადების თარიღი 1793
ლუიჟე, შოტლანდია
გარდაცვალების თარიღი 1874
ეროვნება შოტლანდიელი
პროფესია მებაღე, აგრონომი
დამსაქმებელი

მამია V გურიელი

მიხეილ ვორონცოვი
მეუღლე(ები)

ფაკუნდა ანტონიო

აღათი შარაშიძე-მაღულარია
შვილ(ებ)ი ივანე მარი, ნიკო მარი

იაკობ მარი, ჯეიმზ პატრიკ მონტეგიუ მარი (ინგლ. James Patrick Montague Marr; დ. 1793 — გ. 1874) — შოტლანდიელი აგრონომი, მებაღე და მრეწველი; ნიკო მარის მამა.

ბიოგრაფია

დაიბადა 1793 წელს სოფელ ლუიჟეში. იქვე მიიღო დაწყებითი განათლება. ლონდონში სწავლისას დაუახლოვდა მიხეილ ვორონცოვს, რომელიც შემდეგ კავკასიის მეფისნაცვალი გახდა. მარმა უმაღლესი სასწავლებელი ვორონცოვთან ერთად დაამთავრა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მარი ესპანეთში წავიდა და კომერციას მოჰკიდა ხელი. იქვე ცოლად შეირთო ესპანელი ქალი ფაკუნდა ანტონიო. მალე მარი ცოლ-შვილით ოდესაში ჩავიდა და იქ მსახურობდა ინგლისის სავაჭრო სახლ „ეტვუდში“. „ეტვუდი“ ვაჭრობდა საქართველოშიც და თავისი დუქნები ჰქონდა რედუტ-კალესა (1822) და თბილისში. ოდესაში რამდენიმეწიანი ცხოვრების შემდეგ, 1822 წელს მარი საქართველოში ჩავიდა და თავიდან თბილისში გააგრძელა კომერციული საქმიანობა. ადგილობრივი ვაჭრები დაუპირისპირდნენ მარს და ქალაქის ხელისუფლება მის წინააღმდეგ აამხედრეს. ამ დროს ის მიიწვია მამია V გურიელმა, რომელსაც თავის მამულებში სწავლული აგრონომი სჭირდებოდა. იმ დროისთვის გურიის სამთავრო ჯერ კიდევ დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო.

გურიელმა მარს ოზურგეთში ბაღის გაშენება დაავალა. მანვე მარს სამოსახლოდ და სანერგეს მოსაწყობად ლანჩხუთის ახლოს მისცა ადგილ-მამული 15 ყმა-ოჯახით. მარმა ყმებზე უარი განაცხადა.

ვიკიციტატა
„იმას მთავარმა მამიამ შეაძლია რამდენიმე კომლი კაცი კუთვნილი მამულებით, მაგრამ როგორც პატიოსანმა და სინდისგაწმენდილმა კაცმა, დამშვიდებით უარყო და უპასუხა: „მე სინდისი და მთელი ჭკუა ნებას არ მაძლევს, რომ ჩემისთანა კაცები მე მონებად მყავდესო“
([1])

იაკობ მარის აზრით ლანჩხუთის მიდამოები გამოუსადეგარი იყო ვენახისა და ხეხილის გასაშენებლად. მან სოფელი მდინარე სუფსის ნაპირას მდებარე სოფელი დაბლაციხე აირჩია. მამია გურიელმა განკარგულება მისცა თავად ერისთავს, რომელსაც ეს ტერიტორიები ეკუთვნოდა, რომ ხელი შეეწყო მარისთვის. იქ მარმა მოაწყო შესანიშნავი მეურნეობა. უცხოეთიდან გამოიწერა მცენარეები, რომლებიც მანამდე გურიაში არ იყო ცნობილი, მაგალითად ასეთი იყო სპარსეთიდან შემოტანილი ბამბა. მან ასევე ხელი მოჰკიდა არსებული ჯიშების გაუმჯობესების საქმეს, სისტემატურად იწერდა საზღვარგარეთიდან სასოფლო-სამეურნეო იარაღებს. მარმა მთავრობიდანაც აიღო სესხი 2000 მანეთის ოდენობით. ამ თანხით მას გურიაში თამბაქოს პლანტაციები უნდა გაეშენებინა. ყირიმიდან შემოიტანა ინდიგოს მარცვლები. საქართველოში შემოჰქონდა სუბტროპიკული კულტურები. იყო ჩაის ერთე-ერთი პირველი პიონერი საქართველოში. იღწვოდა დასავლეთ საქართველოში მევენახეობის გაუმჯობესებისთვის. ებრძოდა იმ დროს გავრცელებულ ვაზის ავადმყოფობებს. უნდოდა შეექმნა ვაზის მუდმივი სანერგე საფრანგეთის ყაიდაზე. გამოიყვანა ვაზის ახალი ჯიშები. 1841 წელს მარი საკუთარ მეურნეობაში აყენებდა 400 სათლ საუკეთესო ხარისხის ღვინოს. ქუთაისში ის წელიწადში 2000-2500 ფრანკის ღირებულების ღვინოს ყიდდა. მარი ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან აყენებდა.

1841 წელს გურიის აჯანყების დროს მარი ხელისუფლების მხარეს იყო. ის ეხმარებოდა პოლკოვნიკ წერეთელს, რომელსაც ჩოხატაურის პოზიცია ეჭირა, აწვდიდა მას სოფლიდან სურსათ-სანოვაგეს. საამისოდ პოლკოვნიკმა წერეთელმა მისცა მას 30 მილიციონერი; ამ რაზმს მარმა მიუმატა 15 თავისი ერთგული კაცი. მარის აშკარა პოზიციამ აჯანყებულთა წინააღმდეგ იმდენად გააბრაზა ეს უკანასკნელნი, რომ მათ გადაწვეს მისი შენობები, მიაყენეს 1824 მანეთის ზარალი.[2]

დაზარალებული მარი ოჯახით გადასახლდა ქუთაისში. აჯანყების დროს მარი მთავრობასთან თანამშრომლობდა), მაგრამ დაბალციხესთან კავშირი არ გაუწყვეტია. სოფელში დარჩა მისი ვაჟიშვილი ივანე. ქუთაისში მარმა წაიყვანა რამდენიმე კაცი (კოტრიკაძე, შარაშიძეები, ჟღენტი), რომლებსაც იქ სასოფლო-სამეურნეო საქმე შეასწავლა. ქუთაისის ახლოს სოფელ ჭომაში მოაწყო მეურნეობა, ხელი მოჰკიდა მესაქონლეობას, ჯიშიანი საქონლისა და ფრინველის მოშენებას, მოაწყო სასოფლო-სამეურნეო სკოლა საცდელი ნაკვეთითა და სანერგეებით. მასთან სოფლის მეურნეობის შესასწავლად სხვადასხვა კუთხეებიდან ჩადიოდნენ, იწვევდნენ საკონსულტაციოდ საუფლისწულო მამულებსა და სხვა მეურნეობებში. სკოლაში იღებდა იმერელ და გურულ გლეხთა შვილებს, რომლებიც შემდგომში ცნობილი მეურნეები ხდებოდნენ.

იაკობ მარის ხელმძღვანელობთ მოეწყო ქუთაისის ბოტანიკური ბაღი. მთავარმმართებელ ვორონცოვის დავალებით მარმა გააშენა ბაღები ოზურგეთში (მეორედ), სოხუმში, ფოთსა და ზუგდიდში, რისთვისაც წელიწადში ექვსასი მანეთი ჰქონდა დანიშნული. ვორონცოვმა მასვე მიანდო მამია V გურიელის ბაღის მოვლა. გურიელის სიკვდილის შემდეგ ბაღი მარმა დააგირავა და ხაზინას გადასცა. მარმა ბაღი ევროპისა და აზიის სხვადასხვა კუთხეებიდან გამოწერილი კულტურების საცდელ ნაკვეთად აქცია, გააშენა ფორთოხლისა და ლიმნის ხეები, ოდესადან გამოიწერა ვაზის ჯიში „იზაბელა“, რომელიც ადესას სახელით გახდა ცნობილი, გააშენა ჩაის 200-მდე ბუჩქი. ყირიმის ომის შემდეგ ბაღში მხოლოდ 25 ბუჩქი გადარჩა. მარის რცევით ისინი გორაბერეჟოულში, თავად მიხეილ ერისთავის მამულში გადარგეს. ერისთავის სიცოცხლეში მარის დარგული ბჩქები კარგად იზრდებოდა, თუმცა ჩაი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ღირსებით, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაის დამზადება არ იცოდა. უყურადღებობის გამო დროთა განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ბუჩქი გადარჩა.[3]

იაკობ მარს მჭიდრო კავშირი ჰქონდა გლეხობასთან. ასწავლიდა მათ მიწის კულტურულად დამუშავებას, ზრუნავდა მათი მგომარეობის გაუმჯობესებითვის. წერდა მოხსენებით ბარატებს მთავრობის სახელზე, სადაც ასაბუთებდა, რომ გურული გლეხი მიწის ნაკლებობას განიცდიდა. ის მთავრობას სთხოვდა, დაესახათ ღონისძიებები გლეხთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 70 წელს გადაცილებულმა მარმა ახალგაზრდა ქართველ ქალზე, აღათი შარაშიძე-მაღულარიაზე იქორწინა. 1865 წელს, 4 ივნისს მათ ეყყოლათ შვილი, მომავალში ცნობილი ისტორიკოსი და ლინგვისტი ნიკო მარი, რომელსაც მამამ ევროპული ენები ასწავლა. 1870 წელს კავკასიის ეფისნაცვლას იაკობ მარმა სთხოვა სახელმწიფოს ხარჯზე მიეღოთ სკოლაში მისი შვილი. თავიდან უარი უთხრეს, თუმცა შემდეგ ჩარიცხეს ქუთაისის გინაზიაში სახელმწიფოს ხარჯზე.

იაკობ მარი გარდაიცვალა 1874 წელს. ის პირველი მეუღლის გვერდით, სოფელ ბუკისციხის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც მარმა დააარსა და ხელმძღვანელობდა, ჯერ ტექნიკუმად, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტად გადაკეთდა.

ვიკიციტატა
„მთელს გურიაში მარი ძლიერ პატივცემული იყო და ყველა პატიოსან და სასარგებლო კაცად იცნობდა. ის ცდილობდა, რომ ყოველგვარი ჩვენთვის სასარგებლო სხვა ქვეყნის მცენარე გაეშენებინა ჩვენში ... საზოგადოდ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს კაცი“
([1])

ლიტერატურა

  • ძიძიგური შ., ნიკო მარი — ქართული კულტურის მკვლევარი. თბილისი, 1965
  • „ქართველი აგრონომები“ — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962 წ.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 გაზეთი „დროება“, N421 — 1874 წ.
  2. ხაჭაპურიძე, გ., „გურიის აჯანყება 1841 წელს“, ტფილისი: სახელგამი, 1931. — გვ. 62.
  3. გაზეთი „კავკაზი“, გვ. 2 — 25 ოქტომბერი, 1879 წ.

Read other articles:

Mappa dei sistemi giuridici del mondo[1] Il civil law (in italiano detto anche diritto continentale o diritto romano-germanico)[2] è un modello di ordinamento giuridico derivante dal diritto romano, oggi dominante a livello mondiale.[3] Spesso è contrapposto ai modelli di common law dei paesi anglofoni. I sistemi di civil law si sono sviluppati dapprima nell'Europa continentale e poi, in moltissimi stati del pianeta, all'interno della cornice dottrinaria del diritto ...

 

Untuk perguruan tinggi negeri, swasta (termasuk Islam swasta), dan kedinasan, lihat Daftar perguruan tinggi di Indonesia. Perguruan Tinggi Keagamaan Islam Negeri (PTKIN), merupakan bagian dari Perguruan Tinggi Keagamaan Negeri yang berberada di bawah tanggung jawab Kementerian Agama. Ada tiga jenis perguruan tinggi yang termasuk ke dalam kategori ini, yaitu universitas Islam negeri (UIN), institut agama Islam negeri (IAIN), dan sekolah tinggi agama Islam negeri (STAIN). Saat ini PTKIN berjuml...

 

Portrayal of staged events as being real Part of a series onProfessional wrestling History History of professional wrestling By year Early wrestling championships Gold Dust Trio 1980s boom Black Saturday 1994 NWA World Title Tournament Monday Night War Attitude Era 2000 All Japan Pro Wrestling mass exodus The Invasion Wednesday Night Wars Notable promotions All Elite Wrestling All Japan Pro Wrestling All Japan Women's Pro-Wrestling American Wrestling Association Consejo Mundial de Lucha Libre...

Pays participant au programme UNREDD (en) et/ou au partenariat Forest Carbon Partnership Facility. Déforestation d'une forêt atlantique à Rio de Janeiro afin d'extraire de l'argile destiné à la construction du quartier de Barra da Tijuca (2009). Un exemple d'espace non-géré. La gestion durable des forêts ou l'aménagement écosystémique des forêts est un mode de sylviculture à tendance écologique qui fixe des critères, indicateurs[1] et objectifs sociaux et environnementaux,...

 

Fictional character NeroDevil May Cry characterNero in Devil May Cry 5 (2019)First appearanceDevil May Cry 4 (2008)Created byBingo MorihashiDesigned byTatsuya YoshikawaVoiced byEN: Johnny Yong BoschJP: Kaito IshikawaMotion captureJohnny Yong BoschIn-universe informationSpeciesDevil-Human Hybrid Nero (Japanese: ネロ) is a character in Devil May Cry, an action-adventure hack and slash video game series by Japanese developer and publisher Capcom. He is the nephew of original Devil May Cry pro...

 

Wakil Bupati MukomukoPetahanaWasrisejak 26 Februari 2021Masa jabatan5 tahunDibentuk2005Pejabat pertamaH. Supardji, S.Pd.Situs webwww.mukomukokab.go.id Berikut ini adalah daftar Wakil Bupati Mukomuko dari masa ke masa. No Wakil Bupati Mulai Jabatan Akhir Jabatan Prd. Ket. Bupati 1 H.SupardjiS.Pd. 2005 2010 1   Drs. H.Ichwan YunusC.P.A., M.M. 2 Mayor Inf (Purn.)Choirul HudaS.H. 15 Agustus 2010 15 Agustus 2015 2   Jabatan kosong 15 Agustus 2015 15 Oktober 2015 -   H.SyafkaniS...

The Municipality of Minalin Pampanga Philippines Municipality in Central Luzon, PhilippinesMinalinMunicipalityMunicipality of MinalinSta. Monica Parish Church FlagSealNickname: Egg basket of Central LuzonMotto: Minaleño First/Panyulung MinalinAnthem: Himno ning Minalin (Minalin Hymn)Map of Pampanga with Minalin highlightedOpenStreetMapMinalinLocation within the PhilippinesCoordinates: 14°58′N 120°41′E / 14.97°N 120.68°E / 14.97; 120.68CountryPhilippi...

 

Student newspaper of the University of Reading The SparkTypeMonthly newspaperFormatCompact (Tabloid)Owner(s)Reading University Students' UnionFounded1934HeadquartersReading University Students' Union Media CentreCirculation2,000Websitesparknewspaper.co.uk The Spark is the student newspaper of the University of Reading in the United Kingdom The Spark is produced monthly during term time (previously fortnightly) and is available as a paper edition distributed across University halls of residenc...

 

MV Agusta Logo. 1972 MV Agusta 350 MV Agusta adalah salah satu perusahaan sepeda motor utama Italia. Perusahaan ini berbasis di Milan, Italia dan didirikan tahun 1945. Pada Desember 2004, perusahaan ini pernah dibeli oleh Proton dari Malaysia walaupun pada Desember 2005 Proton menjual kembali MV Agusta. Lihat pula Agusta Cagiva Husqvarna Pranala luar (Italia) (Inggris) Situs resmi Diarsipkan 2014-01-05 di Wayback Machine. Artikel bertopik perusahaan ini adalah sebuah rintisan. Anda dapat memb...

2018 single by French Montana featuring DrakeNo StylistSingle by French Montana featuring Drakefrom the album Montana ReleasedSeptember 20, 2018Recorded2018GenreTrapLength3:12[1]LabelEpicSongwriter(s)Karim KharbouchAubrey GrahamLondon HolmesChristian WardFloyd BentleyFelix PappalardiLeslie WeisteinJohn Elis VenturaHector ChaparroChristopher DotsonProducer(s)London on da TrackFrench Montana singles chronology Just Got Paid (2018) No Stylist (2018) Ya Nour El Ein (2018[2]) Drake...

 

American comic book publisher This article is about the US publisher of comics. For the Scottish publisher of comics and newspapers, see DC Thomson. DC Comics, Inc.DC Comics' current logo, introduced with the DC Rebirth relaunch in 2016Parent companyDC EntertainmentStatusActiveFounded 1935; 89 years ago (1935)[1][2][3] (as National Comics Publications) 1961; 63 years ago (1961) (as National Periodical Publications) 1977; 47&#...

 

费迪南德·马科斯Ferdinand Marcos 菲律賓第10任總統任期1965年12月30日—1986年2月25日副总统費爾南多·洛佩斯(1965-1972)阿圖羅·托倫蒂諾前任奧斯達多·馬卡帕加爾继任柯拉蓉·阿基诺 菲律賓第4任總理任期1978年6月12日—1981年6月30日前任佩德羅·帕特諾(1899年)继任塞薩爾·維拉塔 个人资料出生1917年9月11日 美屬菲律賓北伊羅戈省薩拉特(英语:Sarrat)逝世1989年9月28日(...

土库曼斯坦总统土库曼斯坦国徽土库曼斯坦总统旗現任谢尔达尔·别尔德穆哈梅多夫自2022年3月19日官邸阿什哈巴德总统府(Oguzkhan Presidential Palace)機關所在地阿什哈巴德任命者直接选举任期7年,可连选连任首任萨帕尔穆拉特·尼亚佐夫设立1991年10月27日 土库曼斯坦土库曼斯坦政府与政治 国家政府 土库曼斯坦宪法 国旗 国徽 国歌 立法機關(英语:National Council of Turkmenistan) ...

 

Head of the Federal Bureau of Investigation Director of the Federal Bureau of InvestigationSeal of the FBIFlag of the FBIIncumbentChristopher A. Wraysince August 2, 2017Federal Bureau of InvestigationReports toAttorney GeneralDirector of National IntelligenceSeatJ. Edgar Hoover Building, Washington, D.C.AppointerThe Presidentwith Senate advice and consentTerm lengthAt the pleasure of the President. (10 years by statute), renewable (only by the Senate)FormationJuly 26, 1908First holderSta...

 

SMAK 3 PENABUR BandungInformasiDidirikan1981JenisSwasta, Kristen ProtestanAkreditasiAKepala SekolahLinggawati S.TJumlah kelasX MIPA, X IPS,XI MIPA, XI IPS, XII MIPA, XII IPSJurusan atau peminatanMIPA dan IPSKurikulumKurikulum Tingkat Satuan PendidikanAlamatLokasiJalan Raya Cibeureum 92, Kota Bandung, Jawa Barat, Kota Bandung, Jawa Barat, IndonesiaTel./Faks.022-6015945Situs webhttps://smak3bpk.penabur.sch.idInstitusiGereja Kristen IndonesiaYayasan BPK PENABURAfiliasiUniversitas ...

Senior position in the Bank of England Governor of theBank of EnglandSeal of the Bank of EnglandIncumbentAndrew Baileysince 16 March 2020Monetary Policy CommitteeGovernor and Company of the Bank of EnglandResidenceLondon, United KingdomAppointerChancellor of the Exchequer[1][2] with the approval of the Prime Minister[3] and the Monarch[4]Term length8 years Renewable onceInaugural holderSir John HoublonFormation1694Salary£495 000 [5]WebsiteGov...

 

Jeong MinLahirLee Jeong-min (이정민)2 Januari 1994 (umur 30)Suwon, Gyeonggi-do, Korea SelatanPekerjaanPenyanyiTinggi173 cm (5 ft 8 in) Jeong Min (정민; atau Jeongmin, lahir 2 Januari 1994) adalah seorang penyanyi asal Korea Selatan. Ia adalah anggota grup vokal laki-laki BOYFRIEND. Ia akan membuat debut solo pada 19 Juni 2019 dengan album singel perdana Nearby. Diskografi Album singel Nearby (2019) Kolaborasi Starship Planet 2012 (dengan K.Will, Soyou) (2012) Pranala...

 

جامعة بارثينوبي في نابولي   معلومات التأسيس 1920  الموقع الجغرافي إحداثيات 40°50′15″N 14°15′14″E / 40.837611111111°N 14.253833333333°E / 40.837611111111; 14.253833333333   المكان نابولي  البلد إيطاليا  إحصاءات عضوية أورسيد  [لغات أخرى]‏ (أكتوبر 2023)[1][2]  الموقع الموقع ...

Australian sportsman Australian rules footballer Dave Smith Smith in 1911Personal informationFull name David Bertram Miller SmithDate of birth (1884-09-14)14 September 1884Place of birth Richmond, VictoriaDate of death 29 July 1963(1963-07-29) (aged 78)Place of death Hawthorn, VictoriaHeight 183 cm (6 ft 0 in)Weight 82 kg (181 lb)Playing career1Years Club Games (Goals)1903–1911 Essendon 142 (114)1914 Richmond 001 00(3)Total 143 (117)Coaching careerYears Cl...

 

This article includes a list of references, related reading, or external links, but its sources remain unclear because it lacks inline citations. Please help improve this article by introducing more precise citations. (January 2018) (Learn how and when to remove this message) Soccer clubBlumenauFull nameBlumenau Esporte ClubeNickname(s)BECTricolorFoundedJuly 19, 1919; 104 years ago (1919-07-19)GroundEstádio Monumental do Sesi, Blumenau (SC)Capacity6,000WebsiteClub website H...