იაკობის ფონის ბრძოლა — სამხედრო კონფლიქტი ჯვაროსნებსა და აიუბიდებს შორის. მუსლიმებმა, სალადინის მეთაურობით დაამარცხეს ქრისტიანები, რომლებსაც ახალგაზრდა მეფე — ბალდუინ IV იერუსალიმელი სარდლობდა. გაიმართა 1179 წლის აგვისტოში, როდესაც სალადინმა დაიპყრო და გაანადგურა ტამპლიერების მიერ ახლად აგებული ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობდა იორდანეს ზედა წელზე, ისტორიულ გასასვლელზე გოლანის მაღლობებსა და ჩრდილოეთ გალილეას შორის. იაობის ფონი ასევე ცნობილია ლათინური სახელით Vadum Iacob და ებრაული Ateret. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ 1187 წელს სალადინის მიერ წმიდა მიწისა და იერუსალიმის დაპყრობა ამ ადრეული გამარჯვებით იყო განპირობებული.
ლიტერატურა
სქოლიო