გალილეა (ებრ: הגליל ჰაგალილ, ნიშნავს: ოლქი, პროვინცია, ძვ. ბერძნ.: Γαλιλαία, ლათ.: Galileia, არაბ.: الجليل ალ-ჯალილ) — ისტორიული ოლქი ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან. დასავლეთიდან აკრავს ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთიდან ისრაელის ველი, ხოლო აღმოსავლეთიდან - იორდანიის ველი. გალილეაში მდებარე მთამერონი (სიმაღლე - 1208 მ.) არის საერთაშორისოდ აღიარებული ისრაელის ტერიტორიის უმაღლესი წერტილი.