მერონი (ივრ.: הר מירון, ჰარ მერონ; არაბ.: جبل الجرمق, ჯაბალ ალ-ჯარმაქი ) — მერონის მთის მასივის ნაწილი, გალილეის ყველაზე მაღალი მთა, ასევე, ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ყველაზე მაღალი წერტილი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1208 მ-ს. მთიდან კარგად ჩანს ქალაქი ცფათი. მთაზე არის ებრაელების წმინდა ადგილი, რაბი შიმონ ბარ იოხაისა და მისი შვილის რაბი ელიზერის საფლავები
მთა მერონი ისრაელის ყველაზე წვიმიანი ადგილია, ამიტომ ის დაფარულია ხშირი მცენარეული საფარით. ზამთარში კი თითქმის ყოველთვის თოვლიანია. მისი უდიდესი ნაწილი უკავია ბუნებრივ ნაკრძალს.
რესურსები ინტერნეტში