ზემო ნაქალაქარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 38 კილომეტრით.
ისტორია
საისტორიო წყაროებში დასახლებულია სოფლის უბნები — თელათუბანი და თხილნარა. ეს სახელწოდებანი გაიგივებულია სახელწოდება ზემო ნაქალაქართან, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სოფელს დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ჯერ მონღოლთა, ხოლო შემდეგ შაჰ-აბასის შემოსევებმა გაანადგურა. XI-XVI საუკუნეებში, სვეტიცხოვლის მონასტრის კუთვნილება იყო, ხოლო მომდევნო საუკუნეებში — კახეთის მეფეთა სახასო საკუთრება. გვიანდელი შუა საუკუნეების სამხედრო-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე კახეთის სამეფოს რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ზემო ნაქალაქარი თიანეთის მაზრაშია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 161 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
250 |
119 |
131
|
2014[1] |
161 |
84 |
77
|
ლიტერატურა
სქოლიო