ბეწენწურები — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, ზღვის დონიდან 1060 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 34 კილომეტრით.
ისტორია
საისტორიო წერილობით წყაროებში ბეწენწურები XVl საუკუნიდან მოიხსენიება. XVll საუკუნეში კახთა მეფე თეიმურაზ l-მა ყორჩიბაშ თამაზ აშტაკაშვილს სოფელში ადრე ნაწყალობევი ასლამაზიშვილისეული მამული დაუმტკიცა. სოფელი ბეწენწურები გვიანდელ შუა საუკუნეებში ძირითადად სახასო საკუთრებად განიხილებოდა. ამავე პერიოდის სამხრეთ ტერიტორიის დაყოფით ომიანობის დროს სოფლიდან გამოყვანილი ლაშქარი რუსთველი ეპისკოპისის დროშის ქვეშ უნდა მდგარიყო. მოგვიანებით ბეწენწურები თიანეთის მაზრაში შედიოდა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
15 |
7 |
8
|
2014[1] |
9 |
4 |
5
|
ლიტერატურა
სქოლიო