ახალსოფელი[2] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე საგამზე (ივრის მარცხენა შენაკადი). თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, გოჯიაანები, კაწალო, ჩაბანო, ჭიაურა და ხაიშო). ზღვის დონიდან 1160 მეტრზე, თიანეთიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 226 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
312 |
146 |
166
|
2014[1] |
226 |
118 |
108
|
ლიტერატურა
სქოლიო