ვიეტნამის დემილიტარიზებული ზონა

დემილიტარიზებული ზონის 1969 წლის რუკა

ვიეტნამის დემილიტარიზებული ზონა იყო დემილიტარიზებული ზონა მე-17 პარალელზე კუანგ ტრის პროვინციაში, რომელიც წარმოადგენდა გამყოფ ზოლს ჩრდილოეთ ვიეტნამსა და სამხრეთ ვიეტნამს შორის 1954 წლის 21 ივლისიდან 1976 წლის 2 ივლისამდე, როდესაც ვიეტნამი ოფიციალურად გაიყო 2 დე-ფაქტო ქვეყნად. დემილიტარიზებული ზონა წარმოადგენდა დე-იურე სამხედრო თავშეყრის ორ ზონას, რომელიც უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული მოკლევადიან პერიოდში პირველი ინდოჩინეთის ომის შემდეგ.

ვიეტნამის მეორე ომის (1955-1975 წწ.) დროს, ის გახდა მნიშვნელოვანი სადემარკაციო ბრძოლის ველი კომუნისტურ ჩრდილოეთ ვიეტნამსა და ანტიკომუნისტურ სამხრეთ ვიეტნამს შორის. ზონამ დე-იურედ შეწყვიტა არსებობა 1976 წელს (დე-ფაქტოდ, 1975 წელს) ვიეტნამის გაერთიანების შემდეგ.

გეოგრაფია

ფოტო გადაღებულია DMZ-ის ჩრდილოეთი მხრიდან მარშრუტი 1-ის გადაკვეთაზე. მარცხნივ, საგუშაგო კოშკი არის ხელახალი შემოქმედება და თაღის გავლით შორიდან დანახული შუბები ახალ ძეგლად კლასიფიცირდება.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამს შორის საზღვარი არის 76.1 კილომეტრი (47.3 მილი) სიგრძეში და აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თანამედროვე ვიეტნამის შუა ნაწილში, კუანგ ტრის პროვინციის ახლოს მიუყვება.[1] დაწყებული დასავლეთით, ლაოსის სამწერტილიდან, საზღვარი მიემართებოდა აღმოსავლეთისკენ სწორი ხაზით, სანამ არ მიაღწევდა მდინარე ბენ ჰაის სოფელ ბო ჰო სუს. შემდეგ, ხაზი ამ მდინარეს მიუყვებოდა, რადგან მდინარე მიედინებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთის ფართო მიმართულებით, ტონკინის ყურისკენ. ხაზის ორივე მხარეს იყო დემილიტარიზებული ზონა, რომელიც დაახლოებით 6.4-9.7 კილომეტრის (4-6 მილის) სიგანის ბუფერს ქმნიდა.[1] მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი მხოლოდ ნომინალურად იყო აღწერილი, როგორც „მე-17 პარალელი“, ის ფაქტობრივად არასოდეს მიუყვებოდა ამ ხაზს და მხოლოდ ამ გრძედი ხაზის ზოგად არეალს იკავებდა.

ისტორია

დემილიტარიზებული ზონა ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამს შორის, 1968 წლის მარტი, დასავლეთით ლაოსისკენ.

ინდოჩინეთის პირველი ომი (ასევე უწოდებდნენ ფრანგული ინდოჩინეთის ომს) წარმოებდა ფრნაგული ინდოჩინეთის ტერიტორიაზე, სადაც მას ჩვეულებრივ და მოკლედ უწოდებდნენ „ინდოჩინეთს“ 1946 წლიდან 1954 წლამდე, ერთი მხრივ, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ფრანგულ კავშირსა (მათ შორის, ანტიკომუნისტური ვიეტნამის სახელმწიფო) და, მეორე მხრივ, ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი კომუნისტების მიერ დომინირებული ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მოკავშირეებს შორის.[1] ვიეტნამის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოიგო ომი 1954 წლის 7 მაისს დიენ ბიენ პუში გამარჯვების შემდეგ. 1954 წლის 21 ივლისს, ვიეტნამის სახელმწიფო დაკარგა კონტროლი ვიეტნამზე, როდესაც ძალაში შევიდა ჟენევაში დადებული შეთანხმება საფრანგეთსა და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. ვიეტნამი დე-ფაქტოდ გაიყო ორი ქვეყნის სახით: ჩრდილოეთი ვიეტნამი (ვიეტნამის დემოკრატიული რეპსუბლიკა, დედაქალაქი ჰანოი და სამხრეთი ვიეტნამი (ვიეტნამის სახელმწიფო, დედაქალაქი საიგონი).[1]

ვიეტნამის პოსტკოლონიური პირობები დაწესდა ჟენევის კონფერენციაზე (1954 წ.) და ვიენტამის შესახებ შეთანხმებას (როგორც ფრანგული ინდოჩინეთის შესახებ სამი შეთანხმების ნაწილი) ხელი მოეწერა 1954 წლის 21 ივლისს საფრანგეთსა და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.[1] შეთახმება გამოხატავდა სამხედრო სიტუაციას ფრონტზე: ვიენტამის ჩრდილოეთ ნაწილი, რომელიც თითქმის მთლიანად კონტროლდებოდა ვიეტ მინის მიერ, გადაიქცა ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკად, კომუნისტი ლიდერის, ხო ში მინის მეთაურობით. ვიეტნამის სამხრეთი ნაწილი, სადაც ვიეტ მინი აკონტროლებდა მხოლოდ შედარებით მცირე და შორეულ ტერიტორიებს, ვიეტნამის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა ძველი ვიეტნამური იმპერიული გვარის უკანასკნელი წარმომადგენლის, ბაო-დაის დაქვემდებარებაში. მოგვიანებით, ვიეტნამის სახელმწიფო გახდა ვიეტნამის რესპუბლიკა 1955 წლის სამხრეთი ვიეტნამის რეფერენდუმის შემდეგ და იმართებოდა ნგო დინ დიემის მიერ. დროებითი საზღვარი, ძირითადად, მდინარე ბენ ჰაის გასწვრივ დაწესდა და იმყოფებოდა არჩევნების მოლოდინში, ხოლო საზღვრის ორივე მხარეს მდებარე ტერიტორია, დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა. ორივე სამთავრობო ჯარს აეკრძალა იმ ტერიტორიაზე შესვლა.[2]

მას შემდეგ, რაც 1955 წელს დაიწყო ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამს შორის - დაყოფიდან ერთი წლის შემდეგ - დემილიტარიზებული ზონა მყარად იქცა დე-ფაქტო საერთაშორისო საზღვრად. თუმცა, ომი გადაიზარდა ცივი ომის მარიონეტულ კონფლიქტად და მილიონობით ამერიკელი და მოკავშირე ჯარისკაცი გაიგზავნა ქვეყანაში, რათა 1965 წლიდან 1973 წლამდე დახმარება გაეწიათ სამხრეთი ვიეტნამის ანტიკომუნისტური მთავრობისთვის კომუნისტური ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ. DMZ-ის სავარაუდო სტატუსის მიუხედავად, მე-3 საზღვაო დივიზიის დაზვერვამ გაარკვია, რომ ჩრდილოეთი ვიეტნამის არმიისა და ვიეტკონგის (ნომინალურად, დამოუკიდებელი მებრძოლი ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ ვიეტნამთან გაერთიანდა სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის წინააღმდეგ) საბრძოლო სიძლიერე დემილიტარიზებული ზონის ტერიტორიაზე 1968 წლის იანვარში შეადგენდა 40 943 ჯარისკაცს.[3]

ჩრდილოეთმა საბოლოოდ გაიმარჯვა ომში და ვიეტნამის რესპუბლიკის მთავრობა ჩამოიშალა 1975 წლის 30 აპრილს. დემილიტარიზებულმა ზონამ არსებობა შეწყვიტა ვიეტნამის კომუნისტური რეჟიმის ქვეშ გაერთიანების შემდეგ: ჯერ სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკა (დე-ფაქტო კონტროლირებადი ვიეტკონგი და ჩრდილოეთი) და ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა, შემდეგ კი სრული გაერთიანება, როგორც კომუნისტური ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა 1976 წლის 2 ივლისს.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 International Boundary Study No. 19 – Vietnam – "Demarcation Line" (PDF). US Department of State. ციტირების თარიღი: September 21, 2020.
  2. 17th parallel. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: September 21, 2020.
  3. Pike, COL Thomas F.. Military Records, February 1968, 3rd Marine Division: The Tet Offensive, გვ. 115. ISBN 978-1-481219-46-4. 

ინტერნეტ-რესურსები


16°54′N 107°00′E / 16.9° ჩ. გ. 107.0° ა. გ. / 16.9; 107.0