1918 წელს რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ესტონეთმა პირველად, როგორც დამოუკიდებელმა სახლმწიფომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა 1920 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო. ესტონეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1923 წელს დაარსდა, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში კი მონაწილობა პირველად 1924 წელს მიიღო. ქვეყანამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა 1940 წელს შეწყვიტა, რისი მიზეზიც საბჭოთა კავშირის მიერ ესტონეთში შეჭრა და მისი ოკუპაცია გახდა. 1991 წლიდან, საბჭოური ოკუპაციის დასრულების შემდეგ ესტონეთი მოწალიობას იღებს ყველა ოლიმპიურ თამაშებში. საერთო ჯამში ესტონელებმა 41 მედალი (2016 წლის მონაცემები) მოიპოვეს, აქედან 13 ოქროს, 11 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედალი. მედალთა უმეტესობა მოიპოვეს ჭიდაობაში (11), ძალოსნობაში (7), სათხილამურო შეჯიბრში (7) და მძლეოსნობაში (6).
მედლების ცხრილი
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
|
ზამთრის ოლიმპიური თამაშები
|
სპორტის სახეობების მიხედვით (ზაფხულის ოლიმპიური თამაშები)
|
სპორტის სახეობების მიხედვით (ზამთრის ოლიმპიური თამაშები)
|
მედალოსნების სია
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
ზამთრის ოლიმპიური თამაშები
რესურსები ინტერნეტში