ეეკატლი, კატლი (ესპ.Ehecatl) — „ქარი“, აქტეკებისმითოლოგიაში ქარების ღმერთი, ასოცირდება დასავლეთთან. ითვლება კეცალკოატლის ერთ-ერთ განსახიერებად (ეეკატლ-კეცალკოატლი, Ehecatl-Quetzacoatl).
ეეკატლთან, როგორც კეცალკოატლის იპოსტასთან, აკავშირებენ მეორე, ან ქარიანი, მზის ეპოქას („ეეკატონატიუჰი“), რომელიც გაგრძელდა 4010 წელი.
სხვა ვერსია ეეკატლს აკავშირებს სამყაროში სიყვარულის გაჩენასთან მას შემდეგ, რაც მან შეიყვარა მოკვდავი ქალი.
ეეკატლს გამოსახავენ მოცეკვავე არსების სახით, ფრინველის (იხვის) წითელი ნისკარტით. ცენტრალურ მექსიკაში ზოგჯერ ქარიშხლებსა და ძლიერ ქარებს დღემდე „ეეკაკოატლს“ უწოდებენ.
ეეკატლისადმი მიძღვნილია მრგვალი ტაძარი კალიშტლაუაკა