გურნა — სოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ანტორია, ბობოთი, კითხიჯი, კისორეთი, კორეეთი, ნაძვა, ციხია).
მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჭალის (წყალწითელას მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 610 მეტრზე, ტყიბულიდან 35 კმ-ში. სოფელში არის საჯარო სკოლა, საექიმო პუნქტი. სოფელში გადის ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო გზა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1660 წელს.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 419 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
750 |
380 |
370
|
2014[1] |
419 |
202 |
217
|
ისტორია
გურნა წყაროებში პირველად 1660 წელს იხსენიება. 1926 წლისთვის გურნას თემი შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 4717 ადამიანს, ხოლო ფართობი 130,1 კმ²-ს.[3]
ლიტერატურა
სქოლიო