ერიკ ესტრადა იყო გრიფინების პირველი მოწვეული მსახიობი, რომელმაც საკუთარი თავი განასახიერა
„გრიფინები “ — ამერიკული ანიმაციური სიტკომი , შექმნილი სეთ მაკფარლეინის მიერ 1999 წელს, Fox Broadcasting Company -ისთვის. სერიალის ცენტრალური პერსონაჟები გრიფინების ოჯახის წევრები არიან: პიტერი , ლოისი და მათი შვილები; მეგი კრისი და სტიუი და ასევე მათი შინაური, ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი . სიუჟეტი მიმდინარეობს გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში , როდ-აილენდის შტატში , მასში ხშირად ფიგურირებს სატირული ხასიათის ხუმრობები და ასახულია ამერიკის კულტურის ნაკლოვანებები.
მოწვეულ მსახიობთა სიაში წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის მსახიობები, მუსიკოსები, ათლეტები და პოლიტიკოსებიც კი. ეპიზოდ „Not All Dogs Go to Heaven“ -ში მოწვეული არის „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობის“ მსახიობების მთელი შემადგენლობა. ამ სეზონის სხვა ეპიზოდებთან შედარებით, მასში მონაწილეობს ყველაზე მეტი მოწვეული მსახიობი, რომელთა შორის არიან პატრიკ სტიუარტი , ჯონათან ფრეიკსი , ბრენტ სპაინერი , ლევარ ბარტონი , გეიტს მაკფადენი , მაიკლ დორნი , უილ უიტონი , მარინა სირტისი , დენის კროსბი .[ 1] [ 2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო