ენ ჟაკლინ ჰეთეუეი (ინგლ. Anne Hathaway; დ. 12 ნოემბერი, 1982), ცნობილი როგორც ენ ჰეთეუეი — ამერიკელი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა 1999 წლის ტელესერიალში „გახდი ნამდვილი“, თუმცა ცნობილი გახდა დისნეის საოჯახო კომედიაში „პრინცესას დღიურები“ (2001) ჯულია ენდრიუსთან ერთად.
2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „რეიჩელი ქორწინდება“, რისთვისაც ოსკარზე იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 2012 წელს ითამაშა კრისტოფერ ნოლანის ფილმში „ბნელი რაინდი: აღზევება“, ასევე ტომ ჰუპერის ფილმში „საბრალონი“, სადაც ფანტინის როლი განასახიერა; ამ უკანასკნელისათვის ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე მიიღო ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობისათვის მეორეხარისხოვან როლში.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში