გლაციალური ღვარცოფი

გლაციალური ღვარცოფიმთის მდინარეებზე განვითარებული დიდი დამანგრეველი ძალის მქონე ღვარცოფული ნაკადი. მისი ჩამოყალიბება დაკავშირებულია მყინვარულ-მორენული კომპლექსების სიმტკიცის დარღვევასთან; ნაკადის თხევადი მდგენელი უმეტესწილად წარმოიქმნება მდნარი მყინვარული წყლების ხარჯზე. გლაციალური ღვარცოფი მაღალმთიანეთის ყველაზე უფრო მძლავრი ღვარცოფია. გლაციალური ღვარცოფის შესაძლო ჩამოწოლის დრო, ესე იგი, ღვარცოფსაშიში პერიოდი შეესაბამება აბლაციის მაქსიმალური ინტენსივობის პერიოდსა და მყინვარული აუზების ჩამონადენს. ამდენად, გლაციალური ღვარცოფის ჩამოწოლა ყველაზე ხშირად ხდება დღის მეორე ნახევარსა და როგორც წესი, ივლისისა და აგვისტოს თვეებში (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში). გლაციალური ღვარცოფის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი ეკუთვნის წყლის დაგროვებას მყინვარისშიგა სივრცეებში, მყინვარულ-შეგუბებულ ტბებსა და მყინვარული ჩამონადენის რეჟიმის მკვეთრ ცვლილებას.

გენეზისი

განასხვავებენ გლაციალური ღვარცოფის რამდენიმე გენეტიკურ ტიპს: I ტიპის ღვარცოფი წარმოიქმნება მდნარი მყინვარული წყლების გარღვევის შედეგად. მყინვარული ტბების ჩამოწოლასთან დაკავშირებული ღვარცოფი ვითარდება შემდეგი სქემით: აბლაციის გაძლიერება → მდნარი წყლების ნაკადის მომატება ტბიურ ქვაბულებში და საგუბარის შესუსტება → საგუბარის დანგრევა → ღვარცოფწარმომქმნელი ხარჯი.

მყინვარისშიგა სივრცეებიდან წყლის დაშვებისას წარმოიქმნება სქემა: აბლაციის გაძლიერება → მყინვარისშიგა სივრცეების ამოვსება → ჩამონადენის არხების დაცობა → დაცობის გამოწნევა → ღვარცოფწარმომქმნელი ხარჯი. საკუთრივ, ღვარცოფული ნაკადი წარმოიქმნება კალაპოტში ტალღის მიერ ფხვიერი დანალექის წარეცხვის შედეგად. ორივე შემთხვევაში გარღვევის მზადებისას მონაწილეობას ღებულობს ჰიდროსტატიკური წნევა და ჩამონადენის არხების თერმული გაფართოება, ხოლო პირველის შემთხვევაში, ამას გარდა, ყონულოვანი ბლოკების ამოტივტივების ეფექტიც.

II ტიპის ღვარცოფის წარმოქმნა მორენების ჩამომეწყრების გზით ვითარდება შემდეგი სქემით: აბლაციის გაძლიერება → მორენული მასივის გაწყლოვანება და შიგა კავშირების შესუსტება → ნგრევა (ჩამომეწყრება სტრუქტურის დანგრევასთან ერთად) → ღვარცოფული ნაკადი. მყინვარის შუბლის არამდგრადი მდგომარეობა ფირნულ-ყინულოვანი მასის მოწყვეტის მიზეზია, რომელიც წარმოიქმნება რელიეფის განსაზღვრულ პირობებსა და გამყინვარების დეგრადაციის პროცესში ან როგორც მყინვარის დაძვრის შედეგი.

ორივე შემთხვევაში ღვარცოფული ნაკადი ყალიბდება უშუალოდ ჩამოქცევის კვალდაკვალ, ყინულის მსხვრევისა და გრუნტული მასის სტრუქტურის ნგრევის გზით, რომელიც შეიცავს ნაპრალოვან და ფოროვან წყლებს.

ნაკადი

შედგენილობით, სიმძლავრით, დინამიკითა და განმეორებადობით გლაციალურ ღვარცოფებს შორის განირჩევა ნაკადის ორი კლასი: 1) წყალქვიანი და ქვატალახოვანი ნაკადი, რომლებიც ყალიბდება მდნარი წყლების გარღვევისა და მორენული წყებების ჩამომეწყრების შედეგად; ღვარცოფის ნარიყის მოცულობა შეიძლება იყოს 3–6 მლნ. მ³, სიჩქარე 10–15 მ/წ, საშუალო მაქსიმალური და მაქსიმალური ხარჯი, შესაბამისად, 300–400 და 10 000 მ³/წ; 2) წყალყინულოვანი ნაკადი, რომელიც წარმოიქმნება ფირნულყინულოვანი მასების მოწყვეტის შედეგად; გამოზიდვის მოცულობა შეადგენს ათეულობით მლნ. მ³-ს; მათი ჩამოწოლის შედეგად რჩება მორენისმაგვარი სანაპირო ზვინულები და აკუმულაციური სხეულები.

გლაციალური ღვარცოფი გავრცელებულია თანამედროვე მთის გამყინვარების არეალში. მათი ჩამოყალიბება დამახასიათებელია გამყინვიარების დეგრადაციის ეტაპისთვის, განსაკუთრებით მისი საწყისი სტადიებისთვის.

გლაციალური ღვარცოფის რელიეფწარმომქმნელი მოქმედება დიდწილად ხდება ტრანზიტის ზონაში კალაპოტის მნიშვნელოვანი სიღრმის დარტყმითი მოქმედებისა და გვერდითი ეროზიის ზემოქმედებით და აკუმულაციის ზონაში ტლანქმონატეხი მასების დანალექებით. ღვარცოფის წნევა დაბრკოლებაზე, ესე იგი, ღვარცოფული ტალღის წინა ფრონტის წნევა აღწევს 105 H/m²-ს.

შედეგი

გლაციალური ღვარცოფის ჩამოწოლის შედეგად ნადგურდება ან ძლიერ ზიანდება წყალსაღები ნაგებობები, ხიდური გადასასვლელები, აგრეთვე ხეობის ფსკერზე განლაგებული გზები, კავშირგაბმულობები და ელექტროგადაცემები. ქედების მთისძირსა და დიდი ხეობების ძირში ღვარცოფული დანალექების ქვეშ ხშირად ხვდება დასახლებული პუნქტები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხშირია ლეტალური შემთხვევები.

გლაციალური ღვარცოფი მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული, მათ შორის კავკასიაში. 2002 წელს კოლკის მყინვარის ჩამოწოლის შედეგად განვითარდა ძლიერი გლაციალური ღვარცოფი, რომელმაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო უგზო-უკვლოდ 106 ადამიანი დაიკარგა. 2014 წელს მდინარე დევდარაკისა და თერგის შესართავთან გლაციალური ღვარცოფი მოვარდა, რომლის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. 2023 წელს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა ძლიერი გლაციალური ღვარცოფი, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Гляциологический словарь / Под ред. В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984;
  • გობეჯიშვილი რ., კოტლიაკოვი ვ., გლაციოლოგია, თბ., „უნივერსალი“, 2006.

Read other articles:

SMP Negeri 37 SemarangInformasiDidirikan5 Oktober 1994JenisNegeriAkreditasiA[1]Nomor Statistik Sekolah221036308002Nomor Pokok Sekolah Nasional20328829Kepala SekolahMukaromah, S.Pd NIP. 196707211989012003Rentang kelasVII sampai IXAlamatLokasiJl. Sompok No. 43 Semarang selatan, Semarang, Jawa Tengah, IndonesiaTel./Faks.(024) 8446802Koordinat7°0'9S 110°26'10EMoto SMP Negeri (SMPN) 37 Semarang, merupakan salah satu Sekolah Menengah Pertama Negeri yang ada di Jl. Sompok No. 43 Semar...

 

Beagle, salah satu anjing trah Anjing trah (bahasa Inggris: purebreed dog) mengacu kepada anjing dari ras anjing modern yang karakteristiknya sangat mirip dengan anjing-anjing lain dalam ras yang sama, dan memiliki garis keturunan yang dicatat dalam buku silsilah, serta didaftarkan ke salah satu induk organisasi anjing. Dokumen tertulis (sehingga anjing diketahui berasal dari keturunan moyang yang spesifik) dan pendaftaran anjing membedakan anjing trah dari berbagai ras anjing atau varian lok...

 

Sumber referensi dari artikel ini belum dipastikan dan mungkin isinya tidak benar. Mohon periksa, kembangkan artikel ini, dan tambahkan sumber yang benar pada bagian yang diperlukan. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Yakuza Yakuza ditulis dengan katakana Asal usul Kabuki-mono Kemunculan Abad ke-17 Jumlah anggota 102,400 anggota[1] Prinsip klan Yamaguchi-gumi Sumiyoshi-kai Inagawa-kai Toa-kai Aktivitas Pemerasan Perjudian ilegal Kasino Prostitusi Penye...

Peta menunjukan lokasi Balaoan Data sensus penduduk di Balaoan Tahun Populasi Persentase 199531.420—200033.7861.57%200736.8291.20% Balaoan adalah munisipalitas yang terletak di provinsi La Union, Filipina. Pada tahun 2010, munisipalitas ini memiliki populasi sebesar 40.256 jiwa atau 6.581 rumah tangga. Pembagian wilayah Secara administratif Balaoan terbagi menjadi 36 barangay, yaitu: Almeida Antonino Apatut Ar-arampang Baracbac Este Baracbac Oeste Bet-ang Bulbulala Bungol Butubut Este Butub...

 

Son

Male offspring For other uses, see Son (disambiguation). King Chulalongkorn of Siam (far right) with a few of his 32 sons at Eton College in 1897 A son is a male offspring; a boy or a man in relation to his parents. The female counterpart is a daughter. From a biological perspective, a son constitutes a first degree relative. Social issues Main article: Son preference In pre-industrial societies and some current countries with agriculture-based economies, a higher value was, and still is, ass...

 

Untuk kegunaan lain, lihat Ayah dan Ayah (disambiguasi). AyahDesaNegara IndonesiaProvinsiJawa TengahKabupatenKebumenKecamatanAyahKode pos54473Kode Kemendagri33.05.01.2012 Luas... km²Jumlah penduduk... jiwaKepadatan... jiwa/km² Ayah adalah merupakan sebuah desa di kecamatan Ayah, Kebumen, Jawa Tengah, Indonesia. Pasar Ayah Desa yang terletak di pantai selatan Jawa Tengah ini dilalui jalan lintas selatan Jawa Tengah (Daendels selatan), yang menghubungkan wilayah pesisir Cilacap dengan Ke...

Italian football club Football clubAngriFull nameUnione Sportiva Angri 1927 Associazione Sportiva DilettantisticaFounded1927GroundStadio Pasquale Novi,Angri, ItalyChairmanArmando LanzioneManagerLuigi SanchezLeagueSerie D2022-2023Serie D Home colours Away colours Unione Sportiva Angri 1927 Associazione Sportiva Dilettantistica is an Italian association football club located in Angri, Campania. In season 2022/23 it plays in Serie D History Old Angri logo ...-2011 Origins Angri was founded in 19...

 

American city council election Minneapolis City Council election, 2021 ← 2017 November 2, 2021 (2021-11-02) 2023 → All 13 seats on the Minneapolis City Council7 seats needed for a majorityTurnout54.0% ( 11.6pp)   Majority party Minority party   Leader Lisa Bender(retiring) Robin Wonsley Worlobah Party Democratic (DFL) Democratic Socialists (DSA) Leader's seat Ward 10 Ward 2 Last election 12 seats, 82.69% 0 seats, did not contest Seats&#...

 

Mohinder SureshTokoh HeroesPenampilanperdanaGenesisPenampilanterakhirPass/FailPemeranSendhil RamamurthyInformasiPekerjaanGenetisisTaxi driverKemampuanMenambah energi fisik, daya tahan & kelincahan Mohinder Suresh (diperankan oleh Sendhil Ramamurthy) adalah karakter fiksi di serial Heroes. Ia berasal dari Chennai, Tamil Nadu, India, serta seorang profesor bergelar PhD pada bidang parapsychology di Universitas Madras. Ia berusaha menemukan alasan di balik kematian seseorang serta melanjutka...

Mission typeWeather researchOperatorNASACOSPAR ID2016-078A, 2016-078B, 2016-078C, 2016-078D, 2016-078E, 2016-078F, 2016-078G, 2016-078HSATCAT no.41884, 41885, 41886, 41887, 41888, 41889, 41890, 41891Websitecygnss-michigan.orgMission durationPlanned: 2 years Elapsed: 7 years, 4 months, 11 days Spacecraft propertiesManufacturer University of Michigan Southwest Research Institute Launch mass28.9 kg (64 lb) each[1][2]Dimensions163.5 × 52.1 ...

 

Animated television series This article is about the spin-off. For the original series, see Total Drama. Total DramaRamaGenreComedyCreated by Jennifer Pertsch Tom McGillis Directed byKeith OliverChad HicksChristos KatopodisGeorge ElliottVoices of Deven Mack Emilie-Claire Barlow Katie Crown Cory Doran Scott McCord Drew Nelson Sarah Gadon Christian Potenza Kristin Fairlie Lilly Bartlam Bahia Watson Darren Frost Wyatt White Evany Rosen Theme music composerVoodoo Highway MusicComposerVoodoo Highw...

 

Wolfgang Pauli Il principio di esclusione di Pauli, o principio di esclusione o principio di Pauli, è un principio della meccanica quantistica secondo cui due fermioni identici non possono occupare simultaneamente lo stesso stato quantico. Fu formulato da Wolfgang Pauli nel 1925. Si applica solo ai fermioni, che formano stati quantici antisimmetrici e hanno spin semi-intero, e che includono protoni, neutroni ed elettroni, le tre particelle che compongono la materia ordinaria. Il principio è...

Musée Dom-João-VIInformations généralesNom local Museu Dom João VIOuverture 1979Site web www.museu.eba.ufrj.br/index.htmlLocalisationPays BrésilCommune Rio de JaneiroCoordonnées 22° 51′ 39″ S, 43° 13′ 30″ OLocalisation sur la carte de Rio de JaneiroLocalisation sur la carte du Brésilmodifier - modifier le code - modifier Wikidata Le musée Dom-João-VI est un musée d'art et d'histoire du Brésil lié à l'École des beaux-arts de l'université ...

 

125-та окрема бригада Сухопутних військ Збройних Сил України Нарукавний знак (емблема)Засновано 2022 — дотеперКраїна  УкраїнаНалежність Сухопутні війська Збройних Сил УкраїниВид Сухопутні військаРоль моторизована піхотаЧисельність бригадаУ складі Оперативне к�...

 

English personal assistant of Brian Epstein (1935–2004) For others of a similar name, see Alistair Taylor (disambiguation). A Secret History redirects here. For other uses, see Secret History (disambiguation). Alistair TaylorAlistair Taylor on Visual Radio #81Background informationBirth nameJames Alistair TaylorAlso known asMr. FixitBorn(1935-06-21)21 June 1935Runcorn, Cheshire, EnglandDied9 June 2004(2004-06-09) (aged 68)Chesterfield, Derbyshire, EnglandOccupation(s)Personal assistant...

Media (Kawasan) Media (Bahasa Persia Lama: Māda, Bahasa Persia Pertengahan: Mād) adalah sebuah wilayah di barat laut Iran, yang dikenal karena menjadi basis politik dan budaya dari bangsa Media.[N 1] Pada zaman Achaemenid, wilayah tersebut meliputi wilayah saat ini dari Azarbaijan, Kurdistan Iran dan barat Tabaristan. Catatan ^ A)..and the Medes (Iranians of what is now north-west Iran).. Templat:EIEC. B) Archaeological evidence for the religion of the Iranian-speaking Medes of the ...

 

Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: SMA Negeri 15 Surabaya – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR SMA Negeri 15 SurabayaInformasiDidirikanJuni 1983JenisNegeriAkreditasiA[1]Nomor Statistik Sekolah301056028155MaskotHuskyKepal...

 

American journalist (1913–2021) Vance TrimbleBornVance Henry Trimble(1913-07-06)July 6, 1913[1]Harrison, Arkansas, U.S.DiedJune 16, 2021(2021-06-16) (aged 107)Wewoka, Oklahoma, U.S.Known forPulitzer Prize-winning journalist and author Vance Henry Trimble (July 6, 1913 – June 16, 2021) was an American journalist. He won a Pulitzer Prize for national reporting in recognition of his exposé of nepotism and payroll abuse in the U.S. Congress. Trimble worked in the newspaper...

Johanes Haribowo Wakil Gubernur Timor Timur ke-3Masa jabatan8 Maret 1993 – 8 Maret 1998PresidenSoehartoGubernurJosé Abílio Osório SoaresPendahuluAntonius Baldinuci SaridjoPenggantiJohannes Suryo PrabowoSekretaris Wilayah Daerah Timor TimurMasa jabatan1992 – 9 Maret 1993GubernurMário Viegas CarrascalãoJosé Abílio Osório SoaresPendahuluAntonio Freitas ParadaPenggantiRadjakarina Brahmana Informasi pribadiLahir(1943-07-20)20 Juli 1943 Tasikmalaya, Jawa BaratMenin...

 

فيليكس جروس   معلومات شخصية الميلاد 4 سبتمبر 1998 (26 سنة)  فويشتفانغن  الجنسية ألمانيا  الحياة العملية الفرق فريق الإمارات (1 أغسطس 2021–31 ديسمبر 2021)[1]فريق الإمارات (2022–2023)  المهنة دراج  نوع السباق سباق الدراجات على المضمار،  وسباق الدراجات على الطريق  ب�...