დევდარაკი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ამალის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 4,5 კმ, აუზის ფართობი 17,8 კმ². სათავეს იღებს დევდარაკის მყინვარიდან, ზღვის დონიდან 2260 მ სიმაღლეზე.
ლიტერატურა