1986 წლის 24 მარტს, შვედურმა იარაღის კომპანიამ "ბოფორსმა" და ინდოეთის მთავრობამ რაჯივ განდის მეთაურობით ხელი მოაწერეს სავაჭრო ხელშეკრულებას 410 FH-77B ჰაუბიცის მიწოდებაზე, რომლის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი აშშ დოლარს (რაც დაახლოებით 14 მილიარდ ინდურ რუპიას) შეადგენდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კომპანიის წარმომადგენლები ქრთამს გადაუხადეს პირებს განდის ახლობელთა წრიდან და ამით უზრუნველყვეს მთავრობის წევრების მიერ მათთან ხელშეკრულების დადების მხარდაჭერა. გამოძიების ფარგლებში ქრთამის ჯამური ოდენობა 60 მილიონ აშშ დოლარად იქნა შეფასებული. ამბავი საჯარო გახდა 1987 წელს, მაგრამ ინდოეთის გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ 1990 წლის22 იანვარს აღძრა.[2]
გამოძიებამ აჩვენა, რომ "ბოფორსის" წარმომადგენლები უზარმაზარ ქრთამს უხდიდნენ პირდაპირ ინდოეთში მაღალჩინოსნებსა და მსხვილ ბიზნესმენებს. ტრანზაქციები განხორციელდა ადგილობრივი საბანკო პროცედურების და ფინანსური კანონების დარღვევით. გამოძიება ინდოეთისა და შვედეთის ფარგლებს გასცდა. ამგვარად, მისი მსვლელობისას გაირკვა, რომ 27 მილიონი დოლარი 'ბოფორსმა" გადაუხადა პანამურ კომპანია Svenska Incorporated-ს, შემდეგ კი ეს თანხა აღმოაჩინეს მთავარი ინდოელი ბიზნესმენის ვინ ჩადას პირად ანგარიშზე შვეიცარიის ბანკის კორპორაციაში, რომელიც მდებარეობს ჟენევაში . "ბოფორსმა" 7,5 მილიონი დოლარი გადარიცხა ბრიტანული კომპანია AE Services-ის ანგარიშზე და მალე ამ თანხის 97% გადაირიცხა სხვა პანამური კომპანიის Colbar Investments Limited-ის ანგარიშებზე, რომელსაც აკონტროლებდა კიდევ ერთი ინდოელი ბიზნესმენი, ეროვნებით იტალიელი ოტავიო კვატროკი. მას ჰქონდა კავშირი სონია განდისთან (ასევე წარმოშობით იტალიელი).[3]
საქმის შედეგები
"ბოფორსის" საქმე გამოიყენეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, რომლებმაც საჯაროდ დაადანაშაულეს რაჯივ და სონია განდები 20 მილიონი დოლარის ქრთამის აღებაში ინდოეთის მთავრობაზე ზემოქმედებისთვის, შედეგად, "ბოფორსის" მიერ წარმოებული შვედური საზენიტო იარაღით ქვეყნის ჯარი აღიჭურვა. [4]ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიის ოპონენტების პროპაგანდა წარმატებული აღმოჩნდა და, ამ და რიგი სხვა მიზეზების გამო, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა1989 წლის არჩევნებში წააგო, ხოლო რაჯივ განდიმ დაკარგა პრემიერ-მინისტრის პოსტი. [5] ინდოეთის საზოგადოებაში მოსაზრებები ორად არის გაყოფილი, ბევრს მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.
"ბოფორსის" მიერ წარმოებული ჰაუბიცები გამოიყენეს საბრძოლო ოპერაციების დროს კარგილის სექტორში ინდოეთ-პაკისტანის ინციდენტის დროს 1999 წლის ივლისში, რომელშიც ინდოეთმა გაიმარჯვა. თავად კომპანია შავ სიაში შიყვანეს და მრავალი წლის განმავლობაში აეკრძალა საგარეო სავაჭრო გარიგებების დადება. [6]
გამოძიება და სასამართლო პროცესები
1999 წლის ნოემბერში, "ბოფორსის" საქმე, რომელიც ბევრს სჯეროდა, რომ ცხრა წლის განმავლობაში ხელოვნურად ფერხდებოდა, სასამართლომდე მივიდა. ინდოეთის გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ სასამართლოს წარუდგინა მასალები რიგი თანამდებობის პირებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შესახებ. პროკურატურის 25-გვერდიან დასკვნაში დანაშაულებრივ შეთქმულებაში და ქრთამის აღებაში ბრალი დასდო ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მდივანს ს.კ.ბჰატნაგარს,[7] ზემოხსენებულ ბიზნესმენებს ჩადასა და კვატროჩს, ასევე ბოფორსის ყოფილ პრეზიდენტს მარტინ არდბოს. რაჯივ განდის სახელიც ჩანდა დოკუმენტში, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე შეწყდა 1991 წლის მაისში მისი დაღუპვის გამო. [8]
ბჰატნაგარი და ჩადა გარდაიცვალნენ 2001 წელს. 2004 წლის5 თებერვალსრაჯივ განდის წინააღმდეგ ბრალდებები მთლიანად მოიხსნა. კვატროკის ანგარიშები დააყადაღეს 2005 წლის დეკემბერში. ინტერპოლმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2007 წლის6 თებერვალს კვატროკი დააკავეს არგენტინაში. ის მალე გაათავისუფლეს, თუმცა აეკრძალა არგენტინის დატოვება. ინდოეთის მთავრობამ მოითხოვა არგენტინისგან კვატროკის ექსტრადირება, მაგრამ უარი მიიღო, დამნაშავეთა ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების არარსებობის მოტივით. 2011 წლის4 მარტს გაიმართა დაუსწრებელი სასამართლო პროცესი, რომელზეც კვატროკი სრულიად გაამართლეს.[9]