ბოგონგი (ინგლ. Mount Bogong) — მთა სამხრეთ ავსტრალიაში, ალპაინის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. იგი ვიქტორიას შტატის უმაღლესი მწვერვალია, რომლის სიმაღლეა 1986 მეტრი ზღვის დონიდან. მდებარეობს ავსტრალიის ალპებში, ქალაქ მელბურნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 240 კმ-ში.[1] მთაზე პირველად ავიდა ფერდინანდ მიულერი 1854 წელს.
სქოლიო