დიდი წყალგამყოფი ქედი (ინგლ. Great Dividing Range) — მთათა სისტემა ავსტრალიაში. გადაჭიმულია ავსტრალიის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ 3500 კმ სიგრძეზე. განფენილია ვიქტორიის, ახალი სამხრეთი უელსისა და კუინზლენდის შტატების ტერიტორიებზე. ქედის უმაღლესი მწვერვალია კოსციუშკო (2228 მ). დიდი წყალგამყოფი ქედი ჰერცინული დანაოჭებისაა. აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, დასავლეთი — დამრეცი. არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის, ნახშირის, კალის, პოლიმეტალებისა და ოქროს საბადოები.
რესურსები ინტერნეტში