მეჰარი (ინგლ. Mount Meharry) — მთა დასავლეთ ავსტრალიაში, კარიჯინის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. იგი დასავლეთი ავსტრალიის შტატის უმაღლესი მწვერვალია, რომლის სიმაღლეა 1249 მეტრი ზღვის დონიდან. მდებარეობს ჰამერსლის ქედზე. სახელი ეწოდა უილიამ თომას მეჰარის (1912-1967) პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში