ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი (ბელარ. Прэзідэнт Рэспублікі Беларусь) — არის სახელმწიფოს მეთაური, ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციის გარანტი, ასევე ბელარუსის მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების გარანტი. ის წარმოადგენს ბელარუსს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.
ბელარუსის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მოქალაქე (დაბადებით ბელარუსში), მინიმუმ 35 წლის, ასევე ხმის მიცემის უფლების მქონე, რომელიც ცხოვრობს მინიმუმ ათი წელი არჩევნებამდე ბელარუსში.
ბელარუსის პრეზიდენტი აირჩევა 5 წლით.
ისტორია
1990-1991 წლებში, ბელარუსის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი განიხილავდა იდეას, სადაც უნდა შემოეღოთ ბელარუსში პრეზიდენტის პოსტი.[1]
პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში ჩატარდა 23 ივნისს (პირველი ტური) და 10 ივლისს 1994 წელს (მეორე ტური), ამავე დროს შევიდა პირველი ცვლილება კონსტიტუციაში, სადაც ნებადართულ იქნა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ 35 წლის კანდიდატებს (ადრე 40). არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 6 კანდიდატი. პირველ ტურში სამივე ლიდერმა გაიმარჯვა ალექსანდრე ლუკაშენკო — 44,82%, ვიაჩესლავ კებიჩი — 17,32%, ზენონ პოზნიაკი — 12.82%. მეორე ტურში ხმების 80%-ით მოიგო ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტების სია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო