მალტის პრეზიდენტი (მალტურ ენაზე President ta' Malta) — თანამდებობა დაარსდა 1974 წლის 13 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც მალტა გამოცხადდა რესპუბლიკად ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. მალტის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი — წარმომადგენელთა პალატა — 5 წლის ვადით. 1989 წლიდან 4 აპრილი იქცა ოფიციალურ თარიღად, როდესაც პრეზიდენტი იწყებს და ამთავრებს ხუთწლიან საპრეზიდენტო ვადას.
უფლებები
პრეზიდენტი:
- აქვეყნებს კანონებს.
- ითხოვს პარლამენტს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე.
- იღებს რწმუნებათა სიგელებს ელჩებისაგან.
მალტის პრეზიდენტების სია
რესურსები ინტერნეტში