ალეკო ნინუა

ალეკო ნინუა
დაბადების სახელი ალექსანდრე ნინუა
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1934
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 2012 (77 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი

ალეკო (ალექსანდრე) ნინუა (დ. 27 თებერვალი, 1934, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 იანვარი, 2012) — ქართველი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980). ღირსების ორდენის კავალერი (2003).

ბიოგრაფია

1957 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1958 წლიდან მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრში დამდგმელ რეჟისორად. 1961 წლიდან საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციის რეჟისორია, 1968 წლიდან კი კომპანია „ქართული ტელეფილმის“ დამდგმელი კინორეჟისორი. 1980 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმებისა: „საქართველოს გზებით“ (დოკუმენტური, 1969), „მე მოვედი“ (1981), „პოეზია უსიტყვოდ“ (დოკუმენტური, 1988), „დილა მშვიდობისა“ (დოკუმენტური, 1974). გადაღებულია ფილმში: „აბეზარა“ (1956)

1966 წლიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ჯილდოები და აღიარება

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორი

სცენარის ავტორი

  • 1969 — „საქართველოს გზებით“ (დოკუმენტური)
  • 1974 — „დილა მშვიდობისა“ (დოკუმენტური)
  • 1981 — „მე მოვედი“
  • 1988 — „პოეზია უსიტყვოდ“

მსახიობი

რესურსები ინტერნეტში