"Heroes"[5] (სახელწოდება იწერება ბრჭყალებით) — ინგლისელი მუსიკოს დეივიდ ბოუის ალბომი, გამოცემული 1977 წლის 14 ოქტომბერს, ლეიბლზე RCA Records. იგი არის რიგით მეორე მუსიკოსის ბერლინური ტრილოგიის სერიაში და ჩაწერილია ბრაიან ინოს და ტონი ვისკონტის თანაშემწეობით. "Heroes"-ში გრძელდება ემბიენტური, ექსპერიმენტები, რომლებიც დაიწყო დეივიდის წინა ალბომზე, Low. მის ჩაწერაში მონაწილეობდა გიტარისტი რობერტ ფრიპი[6] ბერლინური ტრილოგიის ალბომებს შორის მხოლოდ "Heroes" ჩაიწერა თავიდან ბოლომდე ბერლინში.
ალბომი გამოცემისთანავე კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასდა. მან NME-ს წლის ალბომის ჯილდო მიიღო.
ალბომი იწერებოდა Hansa Tonstudio, რომელიც დასავლეთ ბერლინში მდებარეობდა. "Heroes"-ში არეკლილია ცივი ომის სული, რომლის სიმბოლო ორად გაყოფილი ქალაქია. თანაპროდიუსერი ტონი ვისკონტი: „ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დიდი თავგადასავალი ალბომების შექმნის ისტორიაში. სტუდია ბერლინის კედლისგან დაახლოებით 460 მეტრით იყო დაშორებული. წითელი არმიის სამხედროები ჩვენს სააპარატოებში იხედებოდნენ მძლავრი დურბინდებით.“[9] 1977 წლის დასაწყისში Kraftwerk-მა ბოუი ახსენა ალბომის Trans-Europe Express სასათაურო სიმღერაში და მან პასუხად, კრაუტროკისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩაწერა სიმღერა "Heroes", რომელიც არის გერმანული Neu!-ს Neu! '75-ის სიმღერის „Hero“-სადმი მიძღვნა (აღსანიშნავია, რომ დეივიდის ალბომის ჩასაწერად თავდაპირველად დაუკავშირდნენ ამ ჯგუფის გიტარისტ მიხაელ როთერს).[10]
ხოლო „V-2 Schneider“ Kraftwerk-ის ფლორიან შნაიდერისადმი მიძღვნაა.[11] გარეკანის ფოტო, გადაღებული მასაიოში სუკიტას მიერ, შეიქმნა გერმანელი მხატვარ ერიხ ჰეკელისRoquairol-ის შთაგონებით.[12]
ბრაიან ინოს მიწვევით სტუდიაში რობერტ ფრიპი გამოჩნდა - პროდიუსერი მას ნიუ-იორკში დაუკავშირდა და სთხოვა, ალბომზე დაკერა. ფრიპი მუსიკისგან მოწყვეტილი იყო და უთხრა „არც კი ვიცი, სამი წელია, არაფერი დამიკრავს, მაგრამ თუ რისკი გსურს, მაშინ მეც.“[13] ნიუ-იორკიდან ბერლინში ჩასული, საათების სარტყელების ცვლილებით დაღლილმა, ფრიპმა ჩაწერა გიტარის პარტია „Beauty and the Beast“-ისთვის - მისი პირველი დუბლი გამოიყენეს სიმღერის ფინალურ მონტაჟში.[13]
მიუხედავად იმისა, რომ "Heroes"-ში გაგრძელდა ბოუის მუშაობა ელექტრონულ[3] და ემბიენტურ სტილებში[4] და მასში შეტანილია მთელი რიგი ბნელი და ატმოსფერული ინსტრუმენტალების, როგორიც არის „Sense of Doubt“ და „Neuköln“, დისკი აღიქვეს, როგორც ძალიან ემოციური და დადებითი ნაშრომი[9][11], განსაკუთრებით აქა-იქ სევდიანი Low-ს შემდეგ.[14] „Joe the Lion“, დაწერილი და ჩაწერილი საათზე უფრო მოკლე პერიოდში, ვისკონტის თანახმად, ხაზს უსვამს ალბომის იმპროვიზებულ ხასიათს.[15]
RCA Records-მ ალბომი წარადგინა ასე - „არსებობს ძველი ტალღა, არსებობს ახალი და არსებობს დეივიდ ბოუი“[11] 1977 წელს, გამოცემის შემდეგ, ალბომი დადებითად შეფასდა[7]. Melody Maker-ში და NME-ში "Heroes"-ს წლის ალბომს უწოდებდნენ.[26][27] ბრიტანეთში დისკი ჩარტში #3 იყო და სხვადასხვა პოზიცია 26 კვირის განმავლობაში ეკავა, თუმცა აშშ-ში მხოლოდ 35-მდე ავიდა. გერმანიაში იგი გამოვიდა სასათაურო სიმღერით ""Heroes"/"Helden"" (რომელიც ნაწილობრივ გერმანულ ენაზე იყო წარმოდგენილი). ალბომმა შთაბეჭდილება მოახდინა ჯონ ლენონზე, რომელიც 1980 წელს, Double Fantasy-ს ჩაწერისას, ამბობდა, რომ ჰქონდა "Heroes"-ის მსგავსი დისკის ჩაწერის ამბიცია[7][26]Rolling Stone-მ ხაზი გაუსვა ინოს წვლილს.[28]
ალბომის რამდენიმე სიმღერა ცოცხლად სრულდებოდა ტურნეს Isolar II ფარგლებში, 1978 წელს. ისინი შეტანილია იმავე წლის საკონცერტო ალბომში Stage. კომპოზიტორმა ფილიპ გლასმა შექმნა კლასიკური სუიტა „სიმფონია №4 "Heroes"“, რომელიც იყო „Low Symphony“-ს გაგრძელება. სასათაურო სიმღერის საკუთარი ვერსია ჩაწერა და შეასრულა ბევრმა სხვა მუსიკოსებმა თუ ჯგუფმა. მათ შორის იყო King Crimson, ხოლო ბილი მაკ-კენზი, „The Secret Life of Arabia“-ს ვერსია შეიტანა ალბომში British Electric Foundation-ის Music of Quality and Distinction. რამდენიმე სიმღერა ალბომიდან მოხვდა ალბომში Christiane F., რომელიც ფილმის „კრისტიანა ფ. – ჩვენ, ბავშვები ზოოს სადგურიდან“ საუნდტრეკია. ამ ფილმში ბოუიც მონაწილეობს და საკუთარ თავს განასახიერებს.
დეივიდის 2013 წლის ალბომის The Next Day გარეკანი არის "Heroes"-ის შეცვლილი ვერსია, დაფარული თეთრი ფერის კვადრატით.
სიმღერების სია
ორიგინალური გამოცემა
ყველა სიმღერის ავტორი — დეივიდ ბოუი, გარდა მითითებულისა..
"Heroes" CD-ზე ოთხჯერ გამოვიდა. პირველად იგი CD-ზე 1984 წელს, RCA-მა გამოუშვა. 1991 წელს Rykodisc-მა ალბომი ორი დამატებითი სიმღერით წარმოადგინა. 1990-იანების ბოლოს ალბომი დანომრილ 20 ბიტიან SBM-ის ოქროს დისკზე გამოვიდა. 1999 წელს აგრეთვე დაიბეჭდა EMI/Virgin-ის მიერ, 24 ბიტიანი რემასტერის სახით, დამატებების გარეშე.
1991 წლის გამოცემის დამატებები
#
სახელწოდება
ხანგრძლივობა
11.
„Abdulmajid“ (მანამდე გამოუცემელი, ჩაიწერა 1976–79 წლებში; ავტორები - ბოუი/ინო)
↑Shaar Murray, Charles. (1977)NME interview. Bowie Golden Years. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-05. ციტატა: „I'd felt that the use of quotes indicate a dimension of irony about the word 'heroes' or about the whole concept of heroism.“ ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2007.
↑პეგი, ნიკოლას (2006). The Complete David Bowie, 4th, ლონდონი: Reynolds & Hearn Ltd., გვ. 312. ISBN1-905287-15-1.