Station to Station — ინგლისელი მუსიკოს დეივიდ ბოუის მეათე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1976 წელს, ლეიბლზე RCA Records. ითვლება მუსიკოსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად. ამ ალბომით შეიქმნა პერსონაჟი „გამხდარი თეთრი ჰერცოგი“. ალბომი ჩაწერილი იქნა მას შემდეგ, რაც დასრულდა ნიკოლას რეგის ფილმის „ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა“ გადაღებები, რომელშიც ბოუიც მონაწილეობდა. ალბომის გარეკანზე გამოტანილია კადრი ამ ფილმიდან. გადაღებების დროს ბოუი აქტიურად იყენებდა ნარკოტიკებს, განსაკუთრებით კოკაინს და თითქმის არაფერი ახსოვს მის წარმოებაზე.[11][12]
მუსიკალურად Station to Station გარდამავალი ნამუშევარია, რომელშიც ფანკის და სოულის ელემენტებია გამოყენებული, ისევე, როგორც Young Americans-ში, წინა ალბომში. თუმცა, ამჯერად მეტი ყურადღება იქნა გადატანილი სინთეზატორებსა და მოტორიკულ რიტმებზე, რომლებიც გერმანული ელექტრონული მუსიკის შთაგონებით იქნა შემუშავებული (Neu!, Kraftwerk). ამ ტენდენციის კულმინაციას ადგილი ჰქონდა ალბომების სერიაში, რომელსაც ბერლინურ ტრილოგიას უწოდებენ. იგი ჩაწერილი იქნა ბრაიან ინოს პროდოუსერობით, 1977-1979 წლებში. ბოუი თავად აღნიშნავდა, რომ Station to Station იყო „ჩემი ევროპაში დაბრუნების გამართლება“.[12] ალბომის ტექსტებში არეკლილია მისი ინტერესები ფრიდრიხ ნიცშეს და ალისტერ კროულის შემოქმედებით, მითოლოგიისა და რელიგიის თემებით.
ფანკისა და კრაუტროკის, რომანტიკული ბალადების და ოკულტიზმის აღრევით, Station to Station აღწერილია, როგორც „მოულოდნელად ბოუის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ალბომი და ამავე დროს ყველაზე მიუწვდომელიც.“[13] ახლდა რა სინგლი „Golden Years“, ალბომმა წარმატება იქონია ბრიტანეთისა და აშშ-ის ჩარტების საუკეთესო ხუთეულებში. 2003 წელს იგი Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში 323-ე ადგილს იკავებდა.
სიმღერების სია
ყველა სიმღერის ავტორი - დეივიდ ბოუი, გარდა მითითებულისა.
ალბომი CD-ზე ოთხჯერ გამოიცა. პირველად იგი გამოვიდა 1985 წელს RCA-ზე, ორიგინალური შავ-თეთრი გარეკანით, მეორედ - 1991 წელს, Rykodisc-ზე (ორი დამატებითი სიმღერით), მესამედ - 1999 წელს EMI-ზე (24 ბიტიანი ციფრული რემასტერის სახით, დამატებების გარეშე), უკანასკნელად - 2007 წელს EMI Japan-ზე, ორიგინალური გრამფირფიტის გარეკანის დიზაინის რეპროდუქციით.
2009 წელს ცნობილი გახდა, რომ ალბომის დელუქს გამოცემა 2010 წელს გამოვიდოდა, მის Dolby 5.1 მიქსთან ერთად, რასაც 2 CD-ზე დაერთვებოდა ნასაუს 1976 წლის კონცერტის სრული ვერსია.[15][16] 2010 წლის 1 ივლისს ბოუის ოფიციალური საიტიდან ცნობილი გახდა იმავე წლის 20 სექტემბრისთვის დაგეგმილი ხელმეორე გამოცემების შინაარსი.[17]
სპეციალური გამოცემა და ციფრული ჩამონატვირთი
სპეციალური გამოცემა წარმოდგენილია სამ CD-ზე სპეციალურ, CD-ის ზომის შეფუთვაში, 16 გვერდიანი ბუკლეტით და სამი ფოტოსურათით. ციფრული ჩამონატვირთი შეიცავს იმავე აუდიო შიგთავსს და დამატებით სიმღერას.
CD 1: Station to Station 2010 წლის ვერსია
Station to Station – 10:11
Golden Years – 4:02
Word on a Wing – 6:01
TVC 15 – 5:31
Stay – 6:12
Wild Is the Wind – 6:02
Station to Station-ის 2010 წლის გადაყვანა, ორიგინალური სტერეო ანალოგური მასტერ-ფირიდან. CD მინი გრამფირფიტის ფორმატის გარეკანით.
ჩაწერილია ცოცხლად ნასაუ კოლიზეუმში, იუნიონდეილი, ნიუ-იორკი, აშშ, 23 მარტი, 1976; CD-ები წარმოდგენილია დაკეცილ ჩასადებში.
ციფრული ჩამონატვირთის დამატებითი სიმღერა
Panic in Detroit (ალტერნატიული მიქსი შემოკლების გარეშე) – 13:09
დელუქს გამოცემა
დელუქს გამოცემაში შეტანილია 5 CD, 1 DVD და 12" გრამფირფიტები. შეფუთვა წარმოადგენს ყუთს, რომლის შიდა მხარეს მოთავსებულია სტუდიის ტიპის აკუსტიკის დამხშობი ღრუბელი. აგრეთვე შეტანილია 24 გვერდიანი ბუკლეტი, პოსტერი და ორი პატარა საქაღალდე საკოლექციო მასალის რეპროდუქციით.
CD 1: Station to Station 2010 წლის გადაყვანა
CD 2: Station to Station 1985 წლის CD მასტერ ჩანაწერი
CD 3: Station to Station სინგლის ვერსიები, ხუთ სიმღერიანი EP
Golden Years
TVC 15
Stay
Word on a Wing (პირველად CD-ზე)
Station to Station (მანამდე გამოუცემელი ვერსია)
CD 4 და 5: Live Nassau Coliseum '76
DVD
Station to Station (ორიგინალური ანალოგური მასტერ ფირი, 96 kHz/24bit LPCM stereo)
Station to Station (ჰარი მესლინის ახალი 5.1 მოცულობითი მიქსი, DTS 96/24 და Dolby Digital)
Station to Station (ორიგინალური ანალოგური ფირი, LPCM stereo)
Station to Station (ჰარი მესლინის ახალი სტერეო მიქსი, 48 kHz/24bit LPCM stereo)
გრამფირფიტა 1:Station to Station, ორიგინალური სტერეო ანალოგური ფირის რეპროდუქცია 12"-იან გრამფირფიტებზე
გრამფირფიტები 2 და 3:Live Nassau Coliseum '76, ორიგინალური ალბომის რეპროდუქცია 12"-იან გრამფირფიტებზე
24 გვერდიანი ბუკლეტი ტექსტით და იშვიათი ფოტოსურათებით
David Bowie on Stage 1976 - რეპროდუქციების საკოლექციო საქაღალდე
1976 წლის საქაღალდე - რეპროდუქციების საკოლექციო საქაღალდე