ჰელენა ბრიტანელი

ჰელენა ბრიტანელი
სრული სახელი
ჰელენა ავგუსტა ვიქტორია
წოდებები
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის პრინცესა
შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცესა
დაიბადა 25 მაისი, 1846
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 9 ივნისი, 1923, (77 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო საქსენ-კობურგ-გოთელები
მეუღლე(ები) კრისტიანი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცი
(ქ. 1866 - გარდ. 1917)
შვილ(ებ)ი ექვსი შვილი
მამა ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
დედა ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
რელიგია ანგლიკანიზმი

ჰელენა ბრიტანელი (ინგლ. Princess Helena of the United Kingdom; დ. 25 მაისი, 1846, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 9 ივნისი, 1923, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — საქსენ-კობურგის და გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის შუათანა ასული. შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინც კრისტიანის მეუღლე. მეფე ედუარდ VII-ის და და ჯორჯ V-ის მამიდა.

ბიოგრაფია

ადრეული ცხოვრება

პრინცესა ჰელენა (მარჯვნივ) და მისი უფროსი ძმა, პრინცი ალფრედი ბავშვობაში

ჰელენა დაიბადა 1846 წლის 25 მაისს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინცი ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის მეხუთე შვილი და მესამე ქალიშვილი. როგორც წყაროები მოგვითხრობენ, ჰელენაზე მშობიარობა დედოფალს განსაკუთრებით გაურთულდა. მართალია იგი წინა ბავშვებზე უფრო მალე გააჩინა, თუმცა პრინცი ალბერტის დღიურებიდან ირკვევა, რომ დაბადებისას იგი „საკმაოდ ლურჯი“ ფერის იყო, თუმცა ექიმებმა შეძლეს პატარა პრინცესის გადარჩენა.

ბავშვობაში პრინცესა ჰელენა ერთობ ენერგიული იყო და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა მხატვრობისადმი, რაც დიდად მოსწონდა დედოფალ ვიქტორიას. მუსიკასა და ხელოვნებაში მისი ნიჭის მიუხედავად, მის მხატვრულ უნარებს მისი უმცროსი და, პრინცესა ლუიზა ჩრდილავდა.

1861 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა ჰელენას მამა, პრინცი ალბერტი, რაც პრინცესისათვის მეტად რთულად გადასატანი აღმოჩნდა. მოგვიანებით იგი მეგობარს წერდა: „მენატრება მამა, მე მას დედამიწაზე ყველაზე მეტად ვუყვარდი“. პრინცი ალბერტის გარდაცვალება განსაკუთრებით დედოფალმა ვიქტორიამ განიცადა, რომელიც ხანგრძლივ გლოვას მიეცა, თავისი მთელი მოვალეობები კი ქალიშვილებს გადააბარა. დედოფლის მოვალეობების შესრულებაში განსაკუთრებულად პრინცესა ალისა აქტიურობდა, რის გამოც ზოგიერთი მას რეგენტსაც კი უწოდებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ პრინცესა ვიქტორია გერმანიაში იყო გათხოვილი, ჰელენასთვის კი ზედმეტად რთული იყო გლოვის პერიოდში დოკუმენტებზე მუშაობა, ეს ყველაფერი კი ალისამ ითავა. მას შემდეგ, რაც 1862 წელს პრინცესა ალისა გათხოვდა, მისი მოვალეობები ჰელენას დაეკისრა.

ქორწინება

პრინცესა ჰელენა ქმართან ერთად

როგორც მონარქის შუათანა ქალიშვილს, პრინცესა ჰელენას მაღალი რანკის მქონე ევროპელ მონარქზე დაქორწინების დაბალი შანსები ჰქონდა. ასევე დედამისის განცხადებით, მას ქმართან ერთად უინძორში უნდა ეცხოვრა. ეს იმიტომ, რომ ორი უფროსი ქალიშვილი საკმაოდ შორს გათხოვდა სამშობლოდან, დედოფალს კი სურდა, რომ უმცროსი ქალიშვილები ახლოს ჰყოლოდა. საბოლოოდ, დედოფალმა ვიქტორიამ ჰელენას საქმროდ შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცი კრისტიანი გამოაცხადა, რასაც სამეფო ოჯახში განხეთქილება მოჰყვა.

განხეთქილების მიზეზი ის იყო, რომ შლეზვიგ-ჰოლშტაინის სამთავრო გერმანიისა და დანიის სადავო მხარე იყო. ამ ტერიტორიებისათვის გამართულ ორ ომში პრუსიელებმა ავსტრიელების დახმარებით სასტიკად დაამარცხეს დანიელები, საქმე კი ის იყო, რომ უელსის პრინცს ცოლად დანიის პრინცესა ალექსანდრა ჰყავდა, მაშინ, როდესაც პრინცესა ვიქტორია პრუსიის მეფის უფროს ვაჟზე იყო დაქორწინებული, რაც ოჯახის წევრებს სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ათავსებდა. პრინცესა ალექსანდრა და დანიის სამეფო ოჯახი აშკარად ეწინააღმდეგებოდა ჰელენას ქორწინებას კრისტიანზე. აღსანიშნავია, რომ საქმრო არც თავად ჰელენას მოსწონდა, თუმცა დედოფალმა ვიქტორიამ ამას დიდი ყურადღება არ მიაქცია.

მიუხედავად ოჯახური განხეთქილებისა და წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობისა, საბოლოოდ ჰელენა კმაყოფილი იყო. 1865 წელს წყვილი დაინიშნა, 1866 წლის 5 ივლისს კი უინძორის სასახლეში დაქორწინდნენ. მიუხედავად წინა არეულობებისა, ქორწილმა ბედნიერად ჩაიარა. დებისაგან განსხვავებით, პრინცესა ჰელენა მშვიდად და კომფორტულად ცხოვრობდა მეუღლესა და შვილებთან ერთად.

დარჩენილი ცხოვრება

პრინცესა ჰელენა 1910 წელს

ცნობილია, რომ პრინცესა ჰელენას ბავშვობიდანვე აინტერესებდა საექთნო საქმე, რამაც გავლენა იქონია მის შემდგომ ცხოვრებაზე. 1870 წელს ჰელენა იყო ბრიტანული წითელი ჯვრის ქალბატონების კომიტეტის დამფუძნებელი წევრი. გარდა ამისა, მან დააარსა სპეციალური კოლეჯი ექთნებისთვის. ცნობილია, რომ მისი შთაგონების წყარო ფლორენს ნაითინგეილი იყო. პრინცესა ჰელენა ასევე პოპულარული იყო ახალგაზრდებში, ღარიბებსა და უმუშევრებში, რაც გამოწვეული იყო მისი საქველმოქმედო საქმიანობით, რომლითაც იგი 3,000 ადამიანს ეხმარებოდა. ჰელენამ ასევე დიდი დრო დახარჯა მამამისის წერილების თარგმნაზე გერმანულიდან ინგლისურზე, შემდეგ კი მისი ბიოგრაფიული წიგნის გამოცემაზე.

1901 წელს დედოფალი ვიქტორია გარდაიცვალა და ტახტი ჰელენას ძმამ, ედუარდ VII-მ დაიკავა. ვინაიდან ჰელენასა და კრისტიანს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ედუარდის ცოლთან, ახლა უკვე დედოფალ ალექსანდრა დანიელთან, ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამეფო კარი. ამავე პერიოდში, ბურების ომში ბრძოლისას გარდაიცვალა ჰელენას უფროსი და საყვარელი ვაჟი, პრინცი კრისტიან ვიქტორი. 1917 წელს გარდაიცვალა ჰელენას ქმარიც.

თავად პრინცესა ჰელენა გარდაიცვალა 1923 წლის 9 ივნისს ლონდონში, 77 წლის ასაკში, შომბერგის სახლში. მისი ექვსი შვილიდან მხოლოდ სამი იყო იმ პერიოდისათვის ცოცხალი. დღეისათვის პრინცესა ჰელენას შთამომავლები აღარ ცხოვრობენ.

შვილები

კრისტიანსა და ჰელენას სულ ექვსი შვილი ჰყავდათ:

  1. კრისტიან ვიქტორი (1867-1900), დედის ფავორიტი შვილი, იბრძოდა ბურების მეორე ომში, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ალბერტი (1869-1931), შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცი. ცოლი არ ჰყოლია, მაგრამ ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი;
  3. ჰელენა ვიქტორია (1870-1948), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  4. მარია ლუიზა (1872-1956), ცოლად გაჰყვა ანჰალტის მთავარ არიბერტს, თუმცა შვილები არ ჰყოლია და მოგვიანებით ქმარსაც გაეყარა;
  5. ჰარალდი (1876), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  6. მკვდარშობილი ვაჟი (1877);

წინაპრები

ლიტერატურა

  • Battiscombe, Georgina, Queen Alexandra (Constable & Company Ltd, London, 1969)
  • Bennett, D., Queen Victoria's Children (Gollancz, London, 1980) ISBN 0-575-02690-1
  • Chomet, Seweryn, Helena: A Princess Reclaimed (Begell House, New York, 1999) ISBN 1-56700-145-9
  • Dennison, Matthew, The Last Princess: The Devoted Life of Queen Victoria's Youngest Daughter (Weidenfeld & Nicolson, 2007) ISBN 978-0-297-84794-6
  • Eilers, Marlene A., Queen Victoria's Descendants (Genealogical Publishing Company, 1987) ISBN 0-8063-1202-5
  • Longford, Elizabeth, Victoria R. I. (Weidenfeld & Nicolson, Second Edition 1987) ISBN 0-297-84142-4
  • Marie Louise (Princess Marie Louise of Schleswig-Holstein), My Memories of Six Reigns (Second edition, Penguin, Middlesex, 1959)
  • Packard, Jerrold M., Victoria's Daughters (St Martin's Griffin, New York, 1998) ISBN 0-312-24496-7
  • Van der Kiste, John, Queen Victoria's Children (Sutton Publishing, Gloucester, 2006) ISBN 0-7509-3476-X
  • Princess Helena: Queen Victoria's third daughter (CreateSpace, 2015) ISBN 978-1511679206
  • 'Helena, Princess [Princess Christian of Schleswig-Holstein] (1846–1923)', Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, Sept 2004; online edn, Jan 2008, accessed 22 Feb 2008
  • Wake, Jehanne, Princess Louise: Queen Victoria's Unconventional Daughter (Collins, London, 1988) ISBN 0-00-217076-0
  • Thomas Weiberg: ... wie immer Deine Dona. Verlobung und Hochzeit des letzten deutschen Kaiserpaares. Isensee-Verlag, Oldenburg 2007, ISBN 978-3-89995-406-7

Read other articles:

Railway station in West Bengal, India Bauria Kolkata Suburban Railway stationBauria Railway StationGeneral informationLocationBauria, Howrah district, West BengalIndiaCoordinates22°30′10″N 88°09′48″E / 22.502692°N 88.163248°E / 22.502692; 88.163248Elevation6 metres (20 ft)Owned byIndian RailwaysLine(s)Howrah–Kharagpur linePlatforms5ConstructionStructure typeStandard on-ground stationParkingNoBicycle facilitiesyesOther informationStation codeBVAFare z...

 

Radio station in Great Barrington, MassachusettsWSBSGreat Barrington, MassachusettsBroadcast areaThe BerkshiresFrequency860 kHzBranding860 AM/94.1 FM WSBSProgrammingFormatFull service adult contemporaryAffiliationsABC News RadioBoston Red Sox Radio NetworkOwnershipOwnerTownsquare Media(Townsquare License, LLC)Sister stationsWBEC, WBEC-FM, WNAW, WUPE, WUPE-FMHistoryFirst air dateDecember 24, 1956; 67 years ago (1956-12-24)Call sign meaningSouthern Berkshire Station[1]...

 

English statesman, soldier, writer, and pioneer of New World colonization (1552–1618) For other people named Walter Raleigh, see Walter Raleigh (disambiguation). SirWalter RaleighPortrait of Raleigh, 1588Government offices1584–1603Lord Warden of the Stannaries1585–1603Vice-Admiral of Devon1587–1603Lord Lieutenant of Cornwall1586–1592 1597–1603Captain of the Yeomen of the Guard1598–1603Custos Rotulorum of Dorset1600–1603Governor of JerseyParliamentary offices1584–1585 1586–...

Finnish cyclist Pia SundstedtSundstedt competing in the 2012 Olympics road race in LondonPersonal informationFull namePia Ann-Katrine SundstedtBorn2 May 1975Kokkola, Finland[1]Height5 ft 6 in (1.68 m)[1]Weight115 lb (52 kg)[1]Team informationCurrent teamRetiredDisciplineRoad and mountainRoleRider Sundstedt competing in the 2012 Olympics time trial in London Pia Ann-Katrine Sundstedt (born 2 May 1975 in Kokkola, Finland[1]) is a professi...

 

Initial D頭文字D(Inisharu Dī)GenreDrama, Olahraga (Balap mobil) MangaPengarangShuichi ShigenoPenerbitKodanshaPenerbit bahasa InggrisAUS Madman EntertainmentNA TokyopopMajalahYoung MagazineDemografiSeinenTerbit1995 – 2013Volume48 (Daftar volume) Seri animeSutradaraNoboru MitsusawaStudioStudio Comet, Studio GallopPelisensiAUS Madman EntertainmentNA Funimation EntertainmentSaluranasliFuji TV, AnimaxSaluran bahasa InggrisAU Cartoon Network (Adult Swim)SEA AnimaxTayang 18 April 18, 1998 – ...

 

 Центральный Казахстан  Северный Казахстан  Южный Казахстан  Восточный Казахстан  Западный Казахстан Центральный Казахстан — экономико-географический регион Республики Казахстан[1]. Население составляет 1 385 533 человек. После административно-террит�...

1889 musical work by César Franck Franck, by Pierre Petit, 1887 The Symphony in D minor is the best-known orchestral work and the only mature symphony written by the 19th-century composer César Franck. It employs a cyclic form, with important themes recurring in all three movements. After two years of work, Franck completed the symphony on August 22, 1888. It was premiered at the Paris Conservatory on 17 February 1889 under the direction of Jules Garcin. Franck dedicated it to his pupil Hen...

 

Species of shark Whiskery shark Conservation status Least Concern  (IUCN 3.1)[1] Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Chondrichthyes Subclass: Elasmobranchii Subdivision: Selachimorpha Order: Carcharhiniformes Family: Triakidae Genus: FurgaleusWhitley, 1951 Species: F. macki Binomial name Furgaleus macki(Whitley, 1943) Range of the whiskery shark[2] Synonyms Fur macki Whitley, 1943 Fur ventralis Whitley, 1943 The whisk...

 

Марианский жёлоб Местонахождение Марианской впадины и «Бездны Челленджера» (отмеченной синим) Характеристики Глубина11 034[1] м Расположение 11°21′ с. ш. 142°12′ в. д.HGЯO ОкеанТихий океан Марианский жёлоб Марианский жёлоб Медиафайлы на Викискладе Мариа�...

Basilika dan biara. Halaman biara. Sacro Convento adalah sebuah Biara Katolik yang dikelola oleh Ordo Fransiskan yang terletak di Assisi, Umbria, Italia. Biara ini terhubung sebagai bagian dari tiga bangunan ke gereja atas dan bawah Basilika San Francesco d'Assisi, yang berisi jenazah Santo Fransiskus. Santo Fransiskus ingin dimakamkan di lokasi di luar tembok kota Assisi ini, yang disebut Bukit Neraka (Collo d'Inferno - inilah tiang gantungan tempat para penjahat dihukum mati), karena guruny...

 

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

 

Tujuan Pembangunan Berkelanjutan 16MisiMewujudkan masyarakat yang inklusif dan damai dengan berdasarkan pada penghormatan terhadap hak asasi manusia, peraturan hukum, tata pemerintahan yang baik di semua tingkat, serta lembaga yang transparan, efektif, dan akuntabelKomersial?TidakJenis proyekOrganisasi NirlabaLokasiGlobalPendiriPerserikatan Bangsa-BangsaDimulai2015Situs websdgs.un.org Tujuan Pembangunan Berkelanjutan 16 adalah salah satu dari 17 Tujuan Pembangunan Berkelanjutan (SDGs) yang di...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Alclad adalah lembaran aluminium tahan korosi yang dibentuk dari lapisan permukaan aluminium kemurnian tinggi yang diikat secara metalurgi (digulung ke) ke bahan inti paduan aluminium kekuatan tinggi. Ini memiliki titik leleh sekitar 500 derajat celsiu...

 

  لمعانٍ أخرى، طالع برايتون (توضيح). برايتون   الإحداثيات 41°32′43″N 94°55′33″W / 41.545277777778°N 94.925833333333°W / 41.545277777778; -94.925833333333   [1] تاريخ التأسيس 1878  تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة[2]  التقسيم الأعلى مقاطعة أودوبون  خصائص جغرافية  المسا...

 

Swiss-French politician and writer (1767–1830) This article is about the European writer and politician. For other people and places, see Benjamin Constant (disambiguation). Benjamin ConstantPortrait by Hercule de Roche, c. 1820Member of the Chamber of DeputiesIn office14 April 1819 – 8 December 1830ConstituencySarthe (1819–24)Seine 4th (1824–27)Bas-Rhin 1st (1827–30)Member of the Council of StateIn office20 April 1815 – 8 July 1815Appointed byNapoleon IMember of...

Gyula Andrassy Gyula Andrassy (3 Maret 1823 – 18 Februari 1890) adalah seorang negarawan dan Perdana Menteri Hungaria 1867. Ia merupakan anak Pangeran Karoly Andrassy dan Etelka Szapary. Menjadi anggota parlemen tahun 1847. Aktif dalam perang Hungaria-Austria 1848–1849. Setelah Hungaria menyerah di Vilagos diadili in absentia dan dijatuhi hukuman mati oleh Pemerintah Austria pada bulan September 1851. Eksekusi atas dirinya dilakukan dengan jalan menggantung patungnya. Mendap...

 

Beatles ’65 Kompilation von The Beatles Veröffent-lichung(en) 15. Dezember 1964 (US),04. Mai 1965 (D) Label(s) Capitol Records, Odeon, EMI, Universal Music Format(e) LP, CD, Download Genre(s) Rock Titel (Anzahl) 11 Länge 26 min 10 s Besetzung John Lennon: Rhythmusgitarre, Gesang Paul McCartney: Bass, Gesang George Harrison: Leadgitarre, Gesang Ringo Starr: Schlagzeug, Gesang Produktion George Martin / Dave Dexter, Jr. Studio(s) Abbey Road Studios Chronologie The Beatles’ Story(196...

 

  ميّز عن هجوم شمال الباب (سبتمبر 2016). هجوم غرب الباب (سبتمبر 2016) جزء من التدخل بقيادة الولايات المتحدة في سوريا (الحرب الأهلية السورية) مقاتلي قوات سوريا الديمقراطية على مقربة من قرية حربل معلومات عامة التاريخ 30 أغسطس - 6 سبتمبر 2016 الموقع محافظة حلب النتيجة سيطرة قوات سو�...

Hinamatsuri Hinamatsuri (雛祭り, ひなまつりcode: ja is deprecated ) atau Hina Matsuri adalah perayaan setiap tanggal 3 Maret di Jepang yang diadakan untuk mendoakan pertumbuhan anak perempuan. Keluarga yang memiliki anak perempuan memajang satu set boneka yang disebut hinaningyō (雛人形, ひなにんぎょうcode: ja is deprecated , boneka festival). Satu set boneka terdiri dari boneka kaisar, permaisuri, puteri istana (dayang-dayang), dan pemusik istana yang menggambarkan upacara...

 

Cellular body type This article is about the cellular body type. For the genus, see Amoeba (genus). For other uses, see Amoeba (disambiguation). Clockwise from top right: Amoeba proteus, Actinophrys sol, Acanthamoeba sp., Nuclearia thermophila., Euglypha acanthophora, neutrophil ingesting bacteria. An amoeba (/əˈmiːbə/; less commonly spelled ameba or amœba; pl.: amoebas (less commonly, amebas) or amoebae (amebae) /əˈmiːbi/),[1] often called an amoeboid, is a type of cell or un...