ჰელენ ჰანტი (ინგლ. Helen Hunt; დ. 15 ივნისი, 1963) — ამერიკელი მსახიობი ქალი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი; ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის“ მფლობელი.
ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ კალვერ სიტიში (კალიფორნია). კინოში გადაღება ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა წარმატება მთავარმა როლმა მოუტანა სერიალში "უგონოდ შენგან", რომლისთვისაც ოქროს გლობუსი და ემის ოთხი პრემია მიიღო. ყოველი ახალი სერიისთვის ამ ტელეფილმში მისი ჰონორარი მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა ტელემსახიობისთვის ისტორიაში.
ტელესერიალში წარმატების გამო ის კინოსინჯებზეც მოიწვიეს. მისი როლი რომანტიკულ კომედიაში „უკეთესი არ არსებობს" (1997) დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. თუმცა მისმა მომდევნო ნამუშევრებმა არც თუ ისე კარგ შეფასებას დაიმსახურა კინოკრიტიკოსთაგან. 2012 წელს ფილმში „სესიები“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო რამდენიმე ნომინაცია სხვადასხვა ჯილდოზე.
ფილმოგრაფია
პირადი და ოჯახური ცხოვრება
1999 წელს ცოლად გაჰყვა მსახიობს ჰენკ აზარიას, თუმცა მომდევნო წელს გაშორდა.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| 1928–1940 | |
---|
| 1941–1960 | |
---|
| 1961–1980 | |
---|
| 1981–2000 | |
---|
| 2001–2020 | |
---|
| 2021–დღემდე | |
---|
|