ჯენი სარა სლეიტი (დ. 25 მარტი, 1982, მილტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, გამხმოვანებელი, კომიკოსი და მწერალი. დაიბადა და გაიზარდა მილტონში, სლეიტმა დაამთავრა მილტონის აკადემია და სწავლობდა ლიტერატურას კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მას შეუყვარდა კომედია და იმპროვირება. ტელევიზიაში ადრეული სამსახიობო როლების შემდეგ, სლეიტმა მალევე მოიპოვა აღიარება ნიუ-იორკში, ლაივ-შოუების წყალობით და იმისთვის რომ მან შემქნა, დაწერა და იყო რეჟისორი მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ფილმის და წიგნების სერიის „Marcel the Shell with Shoes On“. 2009-2010 წლებში იყო მსახიობი „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“-ს 35-ე სეზონში. 2012 წლიდან დღემდე ახმოვანებს „ტემი ლარსენს“ ანიმაციურ სიტკომში „ბობის ბურგერები“. მას აღიარება მოუტანა მის მიერ შესრულებულმა მონა-ლიზა საპერშტეინის როლით NBC-ს კომედიურ ტელე-სერიალში „პარკები და რეკრეაციული ზონები“ (2013–2015), მან შეასრულა სარა გუგენჰეიმის როლი კომედიურ სერიალში „ტყუილების სახლი“ (2013–2015), და მონაწილეობდა სკეტჩ-შოუში „კროლ შოუ“ (2013–2015).
2014 წელს დრამაში „Obvious Child“ ნათამაშებმა როლმა მას ოთხი ჯილდო მოუტანა, ჯამში ამ ფილმის წყალობით ის წარდგენილი იყო 9 ჯილდოზე. 2016 წელს სლეიტმა გაახმოვნა ანიმაცია „ზოოტოპია“, რამაც მას ერთი ჯილდო მოუტანა. 2016 წელს გაახმოვნა ანიმაცია „ძაღლების საიდუმლო ცხოვრება“. 2017 წელს გაახმოვანა ანიმაცია „ლეგო, ბეტმენის ფილმი“. 2017 წელს ითამაშა „ბენის“ როლი ფილმში „საჩუქარი“. 2012-2016 წლებში სლეიტი დაქორწინებული იყო დინ ფლეიშერ-კემპზე. ჯენის მამა არის რონ სლეიტი, ბიზნესმენი და პოეტი. [1]
ადრეული ცხოვრება
სლეიტი დაიბადა 1982 წლის 25 მარტს, მილტონში, მასაჩუსეტში.,[2][3] რონ სლეიტის (დ. 1950),[4] ბიზნესმენისა და პოეტის, „EMC Corporation“-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მოგვინაებით „biotech startup“-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი,[4][5][6] და ნენსი სლეიტის (ქალიშვილობაში ჯილსონი), დიასახლისისა და სამეთუნეო საქმის მცოდნის ოჯახში.[7] ის არის შუათანა შვილი სამ დედმამიშვილს შორის, ჰყავს უფროსი და აბიგაილი და უმცროსი და სტეისი.[8][9] ის და მისი ოჯახი არიან ებრაული წარმოშობის.[7][10][11] მისი ერთ-ერთი ბებია დაიბადა კუბაში, შვედურ-ხორვატიულ ოჯახში და გაიზარდა საფრანგეთში.[12] ვალდექტორიანზე დაამთავრა მილტონის აკადემია.[5]2004 წელს სლეტიმა დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ლიტერატურას,[7] მან ხელი შეუწყო უნივრსიტეტში იმპროვიზაციის ჯგუფის ფორმირებას. ის აქ შეხვდა გეიბ ლიედმანს, რომელიც გახდა მისი სამსახიობი, კომედიური პარტნიორი.[13] 2004 წელს სლეიტმა დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი.[8]