ხუან-ფერნანდესის არქიპელაგი (ესპ.Archipiélago Juan Fernández) — მეჩხერად დასახლებულ კუნძულთა ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ჩილეს სანაპიროდან დაშორებულია 667 კილომეტრით. ეკუთვნის ჩილეს. არქიპელაგი შეიცავს რამდენიმე ვულკანურ კუნძულს. ესენია:
რობინზონ-კრუზო, რომელიც არქიპელაგიდან ყველაზე ახლოსაა კონტინენტურ სამხრეთ ამერიკასთან და მის შორიახლოს მდებარე კუნძულები:
ეს კუნძულები მთელ მსოფლიოში ცნობილია შოტლანდიელი მეზღვაურის, ალეხანდრო სელკირკის წყალობით, რომელიც ამ უკაცრიელი არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულებზე გადასვეს, სადაც მან ოთხი წელი გაატარა, რამაც შემდეგში დანიელ დეფოს შთააგონა ცნობილი ნოველის — „რობინზონ კრუზოს“ დაწერა.
არქიპელაგის საერთო ფართობი 181 კვ. კმ-ია, საიდანაც კუნძულ რობინზონ კრუზოს უჭირავს 93 კვ.კმ, ხოლო ალეხანდრო სელკირკის კუნძულს 33 კვ.კმ. მთელი მოსახლეობა შეადგენს 633 ადამიანს (ყველა მათგანი რობინზონ-კრუზოზე ცხოვრობს, ხოლო მათგან 598 კუნძულის დედაქალაქ სან-ხუან-ბაუტისტაში. 2002)
2010 წლის 27 თებერვალს, ცუნამის შედეგად ჩილეში მომხდარი 8,8 ბალიანი მიწისძვრა შეეხო ხუან-ფერნანდესის არქიპელაგსაც, რამაც აქ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.