ხოთანი[1] (უიღ.خوتەن), ხეთიენი (ჩინ.和田, ფინინი: Hétián) — მდინარე დასავლეთ ჩინეთში, ტარიმის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების კარაკაშისა და იურუნკაშის შერწყმის შედეგად, რომლებიც, თავის მხრივ, სათავეს იღებენ დასავლეთ კუნლუნზე. სიგრძე კარკაშის სათავიდან 1035 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 43,6 კმ², წყლის საშუალო ხარჯი მთებიდან გამოსვლისას 120 მ³/წმ.[2]მდინარისპირა ტყით გარშემორტყმული ფართო ხეობით კვეთს ტაკლა-მაკანის უდაბნოს. დინების დიდ ნაწილზე იყენებენ ხოთანის ოაზისის მოსარწყავად, კალაპოტი უდაბნოს საზღვრებში წყლით მხოლოდ წყალდიდობის დროს (ივლის-აგვისტო) არის სავსე. გვალვიან წლებში ხოთანი ვერ აღწევს ტარიმამდე.[3]
↑ Хотан // Большой энциклопедический словарь / гл. ред. А. М. Прохоров. — 2-е издание, переработанное и дополненное — М.-СПб.: Большая Российская энциклопедия, Норинт, 1997, 1999, 2001, 2004. — 1456 c. ISBN 5-7711-0004-8.