ხმოვანი — ფონეტიკაში ისეთი ბგერა, რომელიც ხორხში ისახება იმით, რომ ფილტვებიდან ამონადენი ჰაერი ხმის სიმებს შეარხევს და წარმოიშობა ტონი. იმის მიხედვით, თუ როგორ მოვაწყობთ პირს, რომ ფილტვებიდან ჰაერი თავისუფლად ამოვიდეს, ბგერა სხვადასხვა იერს მიიღებს. ეს სხვადასხვაობა ქართულში ხუთამდე ადის და შემდეგი ნიშნებით გამოიხატება: ა ე ი ო უ.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში