წყლის ქათამი[1] (ლათ. Gallinula chloropus) — ფრინველი ლაინასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 35 სმ. ფეხები გრძელია, ნისკარტი და კუდი მოკელე. ზურგი ფერად მურა-ზეთისხილისფერია, მუცელი რუხი, სხეულის გვერდებზე გასდევს გრძივი ლაქები, თავი შავია, შუბლზე წითელი ლაქა აქვს; ნისკარტი წითელია, მისი წვეტი კი ყვითელი. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში ავსტრალიის გარდა. გადამფრენები არიან, მხოლოდ ადგილ-ადგილ იზამთრებენ. ბინადრობენ მტკნარწყლიან, ბალახეული მცენარეულობით მოდებულ წყალსატევებში. ბუდეს წყალში აკეთებს, ბუჩქების ან ლერწმის ღეროზე. წელიწადში ორჯერ ბუდობს, ყოველჯერზე დებს 6–12 კვერცხს. იკვებება უპირატესად წყლის უხერხემლოებით.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო