ჩხიკვთა — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჩხიკვთა, აბელიანი, გუდარეხი, ვაკე, მაწევანი, ტბისი, ქსოვრეთი, ხოპისი).[1] მდებარეობს მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 920 მ., თეთრიწყაროდან 7 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მერძევეობის მეურნეობა. ჩხიკვთას სასოფლო საბჭო მოიცავდა ასევე სოფელ გოლთეთს. სოფელში შემორჩენილია არქიტექტურის ძეგლი ჩხიკვთის სიონი (1679 წ.), ასევე კომპლექსი, რომელშიც შედის გალავანი „გმირთ ნაკვეთი“ (ძვ. წ. I საუკუნე) და სამების ეკლესია (გვიანდელი შუა საუკუნეები).
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 147 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
221 |
113 |
108
|
2014[1] |
147 |
69 |
78
|
ლიტერატურა
სქოლიო