ჩიტი (ჩიტი ნიუსი, ჩიტი News) — ქართული სატირულ-იუმორისტული პროექტი, რომელიც ტექსტურ სტატიებთან ერთად აქტიურად აქვეყნებდა სატირულ ვიდეოებსაც[1], ძირითადად ახალი ამბების ფორმატით. პროექტი ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა 2011 წელს[2].
პროექტმა 2017 წლის შემდეგ აქტიური მუშაობა შეწყვიტა.
გუნდი
დამფუძნებელი გუნდი
- დოდი ხარხელი - ახალი ამბების წამყვანი, სცენარისტი.
- საბა ლეკვეიშვილი - მთავარი რედაქტორი[3][4], სენცარისტი, გადაცემა "ჩიტის საკენკის" ერთ-ერთი წამყვანი
- სალომე (მანქი/ბარკერი) ნიკოლეიშვილი - ახალი ამბების ჟურნალისტი[5], სცენარისტი.
- ნოდარ (როკო) დავითური - რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარიტი.
წევრები სხვადასხვა დროს
- ნინო (ნაინო) ქაშიბაძე - სცენარისტი, კონტრიბუტორი, გადაცემა "ჩიტის საკენკის" ერთ-ერთი წამყვანი
- გურამ ვარშანიძე - გადაცემა "ჩი-TOP-ის" წამყვანი, მსახიობი
- ნიკა ლოლაძე - სცენარისტი, მსახიობი, კონტრიბუტორი
- გიორგი კარანაძე - სცენარისტი, კონტრიბუტორი
პროექტი თანამშრომლობდა სხვადასხვა კონტრიბუტორებთან და მსახიობებთან ეპიზოდური როლების შესავსებად.
გადაცემები
- ახალი ამბები - სატირულ-იუმორისტული ე.წ. "Fake news"-ის ფორმატის ახალი ამბები.
- „ჩიტის საკენკი“ - იუმორისტული მონოლოგები სხვადასხვა თემებზე.
- „ჩიTOP“ - მუსიკალურ-იუმორისტული გადაცემა სოციალურ და კულტურულ თემებზე.
- „კვირის ჰედლაინები“ - მოკლე ახალი ამბები იუმორისტული კომენტარით.
სტატიები და ვებსაიტი
ჩიტის მთავარი პროდუქტი იყო სატირულ-იუმორისტული სტატიები[6][7], რომლებიც ძირითადად პოლიტუკრ და სოციალურ თემებს ეხმაურებოდა აქტიურად[8].
გამოხმაურება
ჩიტის რამდენიმე სტატია პოლიტიკური დებატების ცენტრშიც მოექცა.
მაგალითად, ჩიტის სტატიას: "ბერამ მარგველაშვილი და-diss-ა", Georgian Dream Studio და ბერა ივანიშვილი ოფიციალური პრესრელიზით გამოეხმაურნენ და ბერას მიერ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილისთვის ე.წ. "Diss"-ის მიძღვნა უარჰყვეს[9][10]. თუმცა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბერა ივანიშვილმა მართლაც მიუძღვნა სიმღერა საქართველოს პრეზიდენტს[11].
2014 წლის ნოემბერში, დიასპორის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს დაემუქრა. მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისი გადადგომა მოითხოვეს, დიასპორის სამინისტრომ ოფიციალურ დოკუმენტში, მინისტრის მოადგილის მუქარის მიზეზად მოქალაქის მიერ „ჩიტი ნიუსის“ სტატიის პირად გვერდზე გადაშეარება დაასახელა[12][13].
სქოლიო