ჩიბუხა-თევზი, ზღვის ჩიბუხა (ლათ. Macrorhamphosus scolopax) — თევზი ჩიბუხა-თევზისებრთა ოჯახისა. სხეული მაღალი და ვიწროა, სიგრძეში 15 სმ-მდე. დინგი წაგრძელებულია, როგორც ჩიბუხი (აქედან სახელწოდება). ზურგის ფარფლი ეკლებითაა დაკბილული. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვისა და ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის სანაპირო წყლებში, იშვიათად შეიმჩნევა ინგლისისა და ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროებთან.
რესურსები ინტერნეტში