ჩარლზ სუმნერი

ჩარლზ სუმნერი
ჩარლზ სუმნერი
ბრედი-ჰენდის მიერ გადაღებული ფოტო, დაახლოებით 1860-იანი წლები
აშშ-ის სენატორი მასაჩუსეტსიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 აპრილი, 1851 – 11 მარტი, 1874
წინამორბედირობერტ რენტოული (უმცროსი)
მემკვიდრეუილიამ ბ. ვეშბურნი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1861 – 4 მარტი, 1871
წინამორბედიჯეიმზ მურეი მესონი
მემკვიდრესაიმონ კამერონი

დაბადებული6 იანვარი, 1811
ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვლილი11 მარტი, 1874 (63 წლის ასაკში)
ვაშინგტონი, აშშ
პოლიტიკური პარტიავიგების პარტია (აშშ)(1840–1848)
თავისუფალი მიწის პარტია (1848–1854)
რესპუბლიკური პარტია (აშშ) (1854–1870)
ლიბერალურ რესპუბლიკური პარტია (1870–1872)
მეუღლეალისა ჰუპერ სუმნერი
(1866-1873, განქორწინებული)
განათლებაბოსტონის ლათინური სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი
ხელმოწერა

ჩარლზ სუმნერი (დ. 6 იანვარი, 1811 — გ. 11 მარტი, 1874) — ამერიკელი პოლიტიკოსი და იურისტი. 1851 წლის 24 აპრილიდან გარდაცვალაბამდე იგი იყო სენატორი მასაჩუსეტსიდან.

კარიერა

როგორც სწავლული იურისტი და ძლიერი ორატორი, სუმნერი მასაჩუსეტსში იყო მონობის წინააღმდეგ ძალებისა და რადიკალ რესპუბლიკელების ლიდერი აშშ-ის სენატში ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც მუშაობდა, რათა გაენადგურებინა კონფედერაცია, გაეთავისუფლებინა ყველა მონა და შეენარჩუნებინა ევროპასთან კარგი ურთიერთობები. რეკონსტრუქციის პერიოდში ის იბრძოდა ყოფილი კონფედერატების ძალაუფლების მინიმუმამდე შემცირებას.

ბრუკსის თავდასხმა

თავდასხმა ჩარლზ სუმნერზე, 1856

სუმნერი სიტყვით გამოვიდა, რათა დაესრულებინა მონობა და თავს დასხმოდა კანზას-ნებრასკას აქტს. სუმნერი თავს დაესხა ბევრ სენატორს, მათ შორის სენატორ სტივენ ა. დუგლასს და სამხრეთ კაროლინის სენატორს ენდრიუ ბატლერს, ომისა და მონობის შესახებ. ეს გააკეთა სამხრეთ კაროლინას წარმომადგენელმა, პრესტონ ბრუკსა (ენრიუ ბატლერის დისშვილმა), რადგან გაბრაზებული იყო ბიძის გამო. ბრუკსმა აიღო თავისი ხელის ჯოხი და დაარტყა სენატის იატაკზე დაგდებულ სუმნერს.[1] სუმნერი იძულებული გახდა შეეწყვიტა საკუთარი პოლიტიკური კარიერა, სანამ არ დაბრუნდა ორი წლის შემდეგ.

პირადი ცხოვრება

სუმნერი დაიბადა 1811 წლის 6 იანვარს ბოსტონში, მასაჩუსეტსი.[2] იგი სწავლობდა ბოსტონის ლათინურ სკოლაში და ჰარვარდის უნივერსიტეტში. იგი დაქორწინებული იყო ალისა ჰოპერზე 1866 წლიდან 1873 წლამდე, განქორწინებამდე. მათ შვილები არ ყოლიათ. ჩარლზი გარდაიცვალა 1874 წლის 11 მარტს ვაშინგტონში, გულის შეტევით 63 წლის ასაკში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. William James Hoffer, The Caning of Charles Sumner: Honor, Idealism, and the Origins of the Civil War (2010) p. 62
  2. Long, William R. (August 8, 2005). „Charles Sumner (1811-74) - Three Essays on A Massachusetts Abolitionist“. www.drbilllong.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 23 December 2011.