რაფინი დაიბადა ბოსტონში, ფრანგი აფრიკელი წარმომავლობის მქონე, მამის ჯონ სტ. პიერისა და დედის ელიზაბეტ მატილდა მენჰენიკის, კორნუალიდან, ინგლისი, ოჯახში. მამამისი იყო წარმატებული ტეილორი და ბოსტონის ზაიონ ეკლესიის დამფუძნებელი. თავდაპირველად ჯოსეფინა დადიოდა ჩარლზტაუნისსა და სალემის საჯარო სკოლებში, შემდგომ ნიუ-იორკში სწავლობდა კერძო სკოლაში, რადგან მის მშობლებს ბოსტონის სკოლებთან უთანხმოება მოუვიდათ.[1] მან სწავლა ბოუდოინის სკოლაში დაასრულა.[2]
აქტივიზმი
რაფინი მხარს უჭერდა ქალთა სუფრაჟიზმს, 1869 წელს მან ჯულია უარდ ჰოუისთან და ლუსი სტოუნთან ერთად დააარსა ამერიკული ქალთა სუფრაჟისტული ასოციაცია (AWSA) ბოსტონში. ქალთა ამ ჯგუფმა ასევე დააარსეს ახალი ინგლისის ქალთა კლუბი 1868. ჯოსეფინა რაფინი გახდა პირველი წევრი, რომელიც შერეული რასის იყო. ის ქალთა კლუბს 1890-იან წლებში შეუერთდა. რაფინი ასევე წერდა აფრო-ამერიკულ ჟურნალში „The Courant“ და გახდა ახალი ინგლისის ქალთა პრესის ასოციაციის წევრი.[3]
როდესაც ჯოსეფინას ქმარი ჯორჯი გარდაიცვალა 1886 წელს 52 წლის ასაკში, რაფინმა თავისი ფინანსები და ორგანიზატორული შესაძლებლობები გამოიყენა „ქალთა ერას“, ქვეყნის პირველი გაზეთი, რომელიც აფრო-ამერიკელმა ქალმა გამოსცა, დასასააარსებლად. ის 1890 წლიდან 1897 წლამდე მუშაობდა რედაქტორად და გამომცემლად. მისი გაზეთი შავკანიან ქალებს მოუწოდებდა დაეცვათ შავკანიანი რასის უფლებები.[4]
1894 წელს რაფინმა თავისი ქალიშვილის ფლორიდა რიდლისა და მარია ბალდუინის, ბოსტონის სკოლის დირექტორი, დახმარებით ორგანიზება გაუწია ქალთა ერის კლუბს, რომელიც იყო შავკანიან ქალთა საადვოკატო ჯგუფი.[5][6]
1895 წელს რაფინმა ორგანიზება გაუწია აფრო-ამერიკელ ქალთა ეროვნული ფედერაციის დაარსებას. მან ბოსტონში მოიწვია ფერადკანიან ქალთა პირველი ეროვნული კონფერენცია, მას ესწრებოდნენ 14 შტატის შავკანიანი ქალთა 24 კლუბის წევრი.[7] მომდევნო წელს ორგანიზაცია გაერთიანდა ფერადკანიან ქალთა ლიგასთან, რათა დაეარსებინათ ფერადკანიანი კალთა კლუბის ეროვნული ასოციაცია (NACWC). ამ ასოციაციის პრეზიდენტად მერი ჩარჩ ტერელი აირჩიეს, ხოლო ჯოსეფინა რაფინი გახდა ორაგიზაციის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.
მაშინ როდესაც NACWC იქმნებოდა რაფინი აერთიანებდა ახალი ინგლისის ქალთა კლუბს. როდესაც ქალთა კლუბების გენერალური ფედერაცია შეიკრიბა მილუოკში1900 წელს რაფინი გეგმავდა სამი ორგანიზაციის - ქალთა ერას კლუბის, ახალი ინგლისის ქალთა კლუბისა და ახალი ინგლისის ქალთა პრესის კლუბის - წარდგენას.[8] გენერალური ფედერაციას ხელმძღვანელობდნენ სამხრეთელი ქალები, ამიტომ როდესაც წარმომადგენელმა კომიტეტმა შეამჩნია, რომ ახალი ერის კლუბის ყველა წევრი შავკანიანი ქალი იყო, მათ არ მიიღეს რაფინის მიღწევები. ჯოსეფინას უთხრეს, რომ მას შეეძლო წარედგინა თეთრკანიანების ორი კლუბი, მხოლოდ შავკანიანების წარმომადგენლობა ეკრძალებოდა. პრინციპის გამო მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, რის გამოც ჩამოაშორეს საქმეს. ეს ინციდენტი ცნობილი გახდა, როგორც „რაფინის ინციდენტი“, ფართოდ გავრცელდა მთელი ქვეყნის გაზეთებში, უმეტესობა მხარს უჭერდა ჯოსეფინას.[9] ამის შემდეგ ქალთა ერის კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: „ფერადკანიანი ქალები მხოლოდ თავიანთი კლუბებით უნდა შემოიფარგლონ, რომლებშიც მათთვის სამუშაოს დიდ სფეროს ხსნის“.
კლუბი ახალი ერა 1903 წელს დაიშალა, მაგრამ რაფინი კვლავ აგრძელებდა აქტიურ ბრძოლას თანასწორუფლებიანობისთვის. 1910 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფერადკანიანი ადამიანების წინსვლის ეროვნული ასოციაციის დაარსებაში. რაფინი იყო NAACP-ის ერთ-ერთი პრივილეგირებული წევრი. კულბ ახალი ერას ქალ წევრებთან ერთად რაფინი გახდა თანადამფუძნებელი საზოგადოებასთან თანამშრომლობის ქალთა კავშირის, რომელიც დღემდე არსებობს.
პირადი ცხოვრება
ჯოსეფინა ცოლად გაჰყვა ჯორჯ ლეუის რაფინს (1834 - 1886), პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც ჰარვარდის სამართლის სკოლა დაამთავრა, პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აირჩიეს ქალაქ ბოსტონის საკრებულოში, პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც გახდა მუნიციპალიტეტის მოსამართლე.[10] ჯოსეფინა და ჯორჯი 1858 წელს დაქორწინდნენ, ჯოსეფინა ამ დროს მხოლოდ 16 წლის იყო. წყვილი საცხოვრებლად ლივერპულში გადავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა ბოსტონში, სადაც სახლი იყიდეს ბოსტონის დასავლეთით.[11] მათ ჰყავდათ ხუთი შვილი: ჰუბერტი, იურისტი; ფლორიდა რიდლი, სკოლის დირექტორი და ქალთა ერას თანადამფუძნებელი; სტენლი, გამომგონებელი; ჯორჯი, მუსიკოსი და რობერტი, რომელიც ერთი წლის გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი აქტიურად მონაწილეობდნენ მონობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამოქალაქო ომის დროს ისინი აგროვებდნენ შავკანიან მებრძოლებს კავშირის არმიისთვის, 54-ე და 55-ე მასაჩუსესტსის ლეგიონებისთვის. წყვილი ასევე მუშაობდა სანიტარული მეთვალყურეობის კომისიაში, რომელიც ეხმარებოდა დაშავებულ ჯარისკაცებს.
ჯოსეფინა რაფინი გარდაიცვალა 1924 წელს ნეფრიტისგან (თირკმლის ანთება) საკუთარ სახლში წმინდა ბოტოლფის ქუჩაზე, ბოსტონში. იგი დაასაფლავეს მთა ობარნის სასაფლაოზე, კემბრიჯში.[12]
მემკვიდრეობა
1999 წელს მასაჩუსეტსის სახელმწიფო სახლს დაემატა ექვსი მასიური ორბირთვიანი პანელის ბრინჯაოს ბიუსტების სერია: რაფინის, ფლორენცი ლასკომბის, მერი კენი ო'სალივანის, დოროთეა დიქსის, სარა პარკერ რემონდისა და ლუსი სტოუნის.[13] ამის გარდა, ორი ციტატა დაწერილი პანელებზე განთავსებულია მათი ბიუსტების კედლებზე, ასევე სხვადასხვა დოკუმენტები მათი ღირსეული ცხოვრებიდან.
ჯოსეფინა რაფინის სახლი ჩარლზ სტრიტზე შეიტანეს ბოსტონის ქალთა მემკვიდრეობის სიაში.[14]
↑State House Women's Leadership Project. (2008)Josephine St. Pierre Ruffin. Massachusetts Foundation for the Humanities. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 9, 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-12.
↑„A Corner of Interest to the Women“. The Decatur Herald. 1902-06-08. p. 17. ციტირების თარიღი: 2018-02-04 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება)