ჩაკ პალანიკი

ჩაკ პალანიკი
ინგლ. Chuck Palahniuk
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1962(1962-02-21)[1] [2] [3] [4] [5] [3] [6] [7] [8] (62 წლის)
დაბადების ადგილი პესკო
საქმიანობა მწერალი[9] , რომანისტი, ჟურნალისტი, ესეისტი, სცენარისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ორეგონის უნივერსიტეტი
ჟანრი გამოგონილი ისტორია, მხატვრული ლიტერატურა, საშინელებათა ლიტერატურა და სატირა
Magnum opus მებრძოლთა კლუბი, ხრჩობა, რენტი, წყეული და Survivor
ხელმოწერა
საიტი chuckpalahniuk.net

ჩარლზ მაიკლ „ჩაკ“ პალანიკი (ინგლ. Chuck Palahniuk; დ. 21 თებერვალი, 1962, პასკო, ვაშინგტონი) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი რომანისტი და ჟურნალისტი. ცნობილია სადებიუტო რომანით „მებრძოლთა კლუბი“, რომლის მიხედვით 1999 წელს დევიდ ფინჩერმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

ბიოგრაფია

პალანიკი დაიბადა პასკოში (ვაშინგტონი). მისი მშობლები არიან კეროლ და ფრედ პალანიკები, რომლებიც შემდგომში განქორწინდნენ. ჩაკი გაიზარდა ბურბანკში (ვაშინგტონი), მას და მის და-ძმებს ხშირად უწევდათ ბებასთან და ბაბუასთან ცხოვრებაც მშობლების გაყრის გამო.

1986 წელს პალანიკმა დაამთავრა ორეგონის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. კოლეჯში სწავლის პარალელურად ის მუშაობდა KLCC რადიოსადგურში ინტერნად. მალე ის საცხოვრებლად გადავიდა პორტლენდში, სადაც ადგილობრივი გაზეთისთვის წერდა, მუშაობდა მტვირთავადაც. იქ მუშაობის პერიოდში, წერდა სახელმძღვანელოებს მანქანის გამართვის შესახებ და დროის სიმცირის გამო ხელი აიღო ჟურნალისტობაზე (ამ პროფესიას მაშინაც არ მიბრუნებია, როდესაც წარმატებული ნოველისტი გახდა). პალანიკი ასევე ჩართული იყო სხვადასხვა პროექტებში, როგორც მოხალისე.

პალანიკი ახალგაზრდობაში ასევე გაწევრიანდა მეაბმოხე, კაკაფონისტურ საზოგადოებაში და სისტემატურად ესწრება მათ ღონისძიებებს, მათ შორის ცნობილ „Santa Rampage“-ს. ფლეშ მობებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება შემდგომში მის ნოველებზეც აისახა, მათ შორის „მებრძოლთა კლუბზეც“.

კარიერა

პალანიკმა წერა უკვე ოცდაათ წელს გადაცილებულმა დაიწყო. ის ტომ სპანბაუერის საღამოებს ესწრებოდა, რათა გაეცნო ახალი მეგობრები. სწორედ სპანბაუერის გავლენას მიაწერენ პალანიკის მინიმალისტურ სტილს.

პალანიკის პირველი წიგნი „უძილობა“ არასდროს გამოქვეყნებულა ავტორის სურვილის გამო (შემდგომში „უძილობის“ ნაწილი პალანიკმა გამოიყენა „მებრძოლთა კლუბში“). როდესაც პალანიკი შეეცადა გამოექვეყნებინა მეორე ნოველა „უხილავი მონსტრები“, გამომცემლებმა მას უარი უთხრეს ნოველის ზედემტად პროვოკაციული შინაარსის გამო. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პალანიკმა მუშაობა მის გახმაურებულ რომანზე „მებრძოლთა კლუბი“. მას უნდოდა გამოცმემლების მეტად პროვოცირება, პირველი ნოველის დაწუნებისთვის.

პალანიკი ეძებდა ლიტერატურულ აგენტებს, მაგრამ წარუმატებლად „მებრძოლთა კლუბის“ მიერ მოტანილ პოპულარობამდე. პალანიკის პოპულარობა სწორედ ამ ნოველას ეკუთვნის, უფრო სწორად ფილმს ნოველაზე. ნოველის წარმატებაში და მის ფილმად გადაქცევაში დიდი როლი ითამაშა ედუარ ჰიბერტმა. 1999 წელს, ნოველის გამოცემიდან სამი წლის შემდეგ, გამოვიდა ფილმი „მებრძოლთა კლუბი“ დავიდ ფინჩერის რეჟისურით. მიუხედავად იმისა რომ ფილმი გამოსვლის პირველ კვირში ამერიკის ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლებოდა, მაგრამ საბოლოოდ მან საკმარისი მოგება ვერ მოიტანა, თუმცა როდესაც ის დი-ვი-დი გაქირავებაში ჩაუშვეს მან მაინც შეძლო იმედების გამართლება. ფილმიც და ნოველაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პალანიკი კი ამიერკაში საკულტო ფიგურად იქცა. ნოველა სამჯერ გამოვიდა თავიდან 1999, 2004 და 2005 წლებში.

ფილმის წარმატების შემდეგ პალანიკმა იმავე წელს გამოუშვა ორი წიგნი „გადარჩენილი“ და ოთხი წლის წინ დაწუნებული „უხილავი მონსტრები“. ორ წელიწადში კი პალანიკმა გამოსცა პირველი ბესტსელერი ნიუ-იორკ ტაიმზის რეიტინგებით „ხრჩობა“. იგივე წარმატებას პალანიკის შემდგომ გამოცემული წიგნები ხშირად აღწევდნენ, რის შემდეგაც პალანიკმა დაიწყო ტურნეები წიგნების პრეზენტირებისთვის, სადაც ის კითხულობდა თავის ნოველებს. 1999 წელი რამდენადაც წარმატებული იყო პალანიკის კარიერისთვის, იმდენად საშინელი იყო მისი პირადი ცხოვრებითვის. ამ დროს მამამისმა, ფრედ პალანიკმა, საგაზეთო რეკლამის საშუალებით გაიცნო დონა ფონტაინი. დონას ყოფილი შეყვარებული დეილ შეკლეფორდი იმ დროს სასჯელს იხდიდა სექსალური ძალადობის გამო. შეკლეფორდმა ციხეში დაიფიცა, რომ აუცილებლად მოკლავდა ფონტეინს გამოსვლის შემდეგ. პალანიკი შემდგომში აცხადებდა რომ ფონტაინი ეძებდა კაცს რომელიც დაიცავდა ყოფილი შეყვარებულისგან და მამამისიც ამის გამო ჩაითრია მათ ურთიერთობაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეკლეფორდი გამეგზავრა კენდრიკში (აიდაჰო) ფონტაინის სახლში, სადაც ის ფრედ პალანიკთან ერთად იყო. შეკლეფორდმა ორივე დახოცა, რის გამოც 2001 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამ მოვლენების შემდეგ პალანიკმა მუშაობა დაიწყო ახალ ნოველაზე „ძილისპირული“.

ჩაკ პალანიკი, 2004

2003 წელს პალანიკმა ინტერვიუ მისცა „Entertainment Weekly“-ს ჟურნალისტ კარენ უელბის. ინტერვიუს დროს პალანიკმა ისაუბრა მის პატრნიორზეც. ვინაიდან პრესა მუდამ წერდა პალანიკის ქორწინებაზე და რამდენიმე მედიასაშუალება ამტკიცებდა, რომ პალანიკი დაქორწინებული იყო ქალზე, ეს ინფორმაცია სიურპრიზი აღმოჩნდებოდა ყველასთვის. პალანიკს შეეშინდა, რომ უელბი ყველაფერს გამოაქვეყნებდა და თავის ოფიციალურ საიტზე დადო აუდიო მიმართვა, სადაც არამარტო აღიარებდა, რომ გეი იყო, არამედ უდიერად მოიხსენიებდა უელბის და მის ოჯახის წევრებს. მიმართვა მალე წაიშალა საიტიდან, რაც აფიქრებინებდა მის ფანებს, რომ პალანიკს რცხვენია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის. შემდგომში საინტის ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ მიმართვა საიტიდან აიღეს პალანიკის შეურაცხმყოფელი გამოთქმების გამო უელბისადმი. უელბიმ საბოლოოდ არ დაწერა არაფერი პალანიკის პირად ცხოვრებაზე, გარდა იმისა, რაც მას პალანიკმა უთხრა. ჩაკმა საბოლოოდ ბოდიში მოიხადა მისი საქციელის გამო და სთხოვა ფანებს არ მიექციათ მისი ამ საქციელისთვის ყურადღება. პალანიკი ახლა განცხადებული ჰომოსექსუალია და „ადვოკატისთვის“ მიცემული ინტერვიუს მიხედვით ცხოვრობს მეგობართან ერთად „ყოფილი ეკლესიასთან ვანკუვერში, უოშში“.

2003 წელს, როდესაც პალანიკი იყო ტურში მისი ნოველის „დღიურის“ მხარდასაჭერად, მან პირველად წაიკითხა მოთხრობა „ნაწლავები“, რომელიც შემდგომში შევიდა წიგნში „მოჩვენება“. მაშინ 40 ადამიანს გული წაუვიდა ისტორიის მოსმენისას. პალანიკის ტურების შედეგად მოსმენისას გულწასულთა რაოდენობამ 73-ს მიაღწია, რაც საერთოდაც არ აწუხებს პალანიკს. მოთხრობა დაიბეჭდა „ფლეიბოიში“, პალანიკმა „ფლეიბოის“ უფლება მისცა, დაებეჭდა კიდევ ერთი მოთხრობა, მაგრამ ჟურნალის რედაქტორებმა ის ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნიეს და არ დაბეჭდეს.

2005 წელს, მაიამიში (ფლორიდა) „მოჩვენების“ ტურის დროს პალანიკმა განაცხადა, რომ ეს ბოლო წიგნი მისი „საშილენებათა ტრილოგიიდან“ (იავნანა, დღიური, მოჩვენება). მისი შემდეგი წიგნი „რენტი“ - ბასტერ კიზის ბიოგრაფია“ იქნებოდა დასაწყისი მისი „sci-fi ტრილოგიის“.

2008 წელს პალანიკი კლეიტონის სამწერლობო სკოლაში, 18 სტუდენტს უზიარებდა პროზის წერის მისეულ მეთოდებს.

სტილი

პალანიკის თხრობის სტილი გამოირჩევა სხვებისგან, ის შეიძლება იწყებოდეს პირობითი ბოლოდან და მიდიოდეს დასაწყისისკენ. ხშირად ვხვდებით სიტუაციას, როდესაც კვანძი თავიდანვე, დასაწყისში იხსნება და წიგნში ბოლომდე უბრალოდ ამ კვანძის განზოგადოება და ახსნა მიდის. „ძილისპირული“ ამის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ხშირად თითოეულ ცალკეულ ისტორიებთან ერთად სრულდება და შემდგომში თავიდან იწყება. ამგვარი თხრობის სტილის საპირისპიროდ უფრო მეტად ხაზოვანი თხრობით ხასიათდება „დღიური“ და „ხრჩობა“.

პალანიკი წერის მინიმალისტური მანერით გამოირჩევა, რასაც ტომ სფენბაუერის გავლენას მიაწერენ (ის ჩაკის მასწავლებელი იყო 5 წლის განმავლობაში), ასევე ტომ ჯონსს, ბრეტ ისტონ ელისს.[10] პალანიკისთვის პარტივი ლექსიკა და მოკლე წინადადებებია დამახასიათებელი, ის ცდილობს მეტად უშუალო და გახსნილი იყოს თხრობისას, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მსუბუქად ჩაიკითხოს მისი მოთხრობის ყველაზე საშინელი სიუჟეტიც კი. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა აღნიშნა, რომ „ურჩევნია წეროს ზმნები, ვიდრე ზედსართავი სახელები.“ ასევე ყურადსაღებია მისი „მისამღერები“, პალანიკი ხშირად იმეორებს ერთი და იგივე ფრაზას რამდენიმეჯერ, რასაც თვითონ სწორედ ზემოთაღნიშნულ სახელს უწოდებს. პალანიკის გმირები ხშირად ხასიათდებიან მიზანთროპული და აბსურდული მიდგომით ისეთ რთულ საკითხებზე როგორიცაა: სიკვდილი, მორალი, ბავშვობა, მშობლები, სექსი, ღმერთი.

პალანიკი პროზაული ნაწარმოებების წერის პარალელურად, წერს ესეებს და სტატიებსაც, როგორც შტატგარეშე ჟურლანისტი. მას ჩაწერილი აქვს ინტერვიუები ჯულიეტ ლუისთან და მერლინ მენსონთან. მისი სტატიები, ესეები და ინტერვიუები სხვადასხვა ჟურნალებში, მათ შორისაა Los Angeles Times და Gear. მისი „ნამდვილი ისტორიები“ გამოქვეყნდა 2004 წელს, რომელშიც მისი არამხატვრული ტექსტებია თავმოყრილი.

თემები

პალანიკს თავის ნაწარმოებებში პროტაგონისტებად ძირითადად მარგინალი პერსონაჟები გამოჰყავს, რომლებიც ხშირად თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი აგრესიული ქმედებებით გამოირჩევიან. ამგვარი ხასიათის თავის ნაწარმოებებს პალანიკი ტრანსგრესიულ პროზას უწოდებს. „ძილისპირული“ და მის შემდგომ დაწერილი რომანები უფრო სატირული ჰორორისკენ იხრება.

პალანიკის რომანებში ხშირად ვხვდებით სამომხმარებლო კულტურის კრიტიკას, რომელიც განსაკუთრებითაა წამოჭრილი რომანში „მებრძოლთა კლუბი“.[11] ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა აღნიშნა, რომ „მებრძოლთა კლუბის“ ცენტრალური გზავნილი მცირედი, თანდათანობითი ცვლილებების საშუალებით ინდივიდის გაძლიერებაა.“[12]

კრიტიკა

პალანიკის ნაშრომებს ხშირად ნიჰილისტურს უწოდებენ.[13][14] თავად მწერალი უარყოფს ამგვარ განსაზღვრებას და ამბობს, რომ რომანტიკოსია. თვლის, რომ ადამიანებს მის რომანებში გამოხატული იდეების არ სჯერათ და სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ ნიჰილისტურს.[15][16]


ჯილდოები

  • 1997 — ჩრდილო-დასავლეთის წიგნის საზოგადოების ჯილდო „მებრძოლოთა კლუბი“[17]
  • 1997 — ორეგონის წიგნის საზოგადოების ჯილდო რომანისთვის „მებრძოლთა კლუბი“[18]
  • 2003 — ჩრდილო-დასავლეთის წიგნის საზოგადოების ჯილდო რომანისთვის „ძილისპირული“[17]

რომანები, „ძილისპირული“ და „მოჩვენები“, წარდგენილი იყო ბრემ სტოკერის ჯილდოზე საუკეთესო რომანისთვის.

ბიბლიოგრაფია

პროზა

წელი სახელი ორიგინალური სახელი
1996 მებრძოლთა კლუბი ინგლ. Fight Club
1999 გადარჩენილი ინგლ. Survivor
1999 უხილავი მონსტრები ინგლ. Invisible Monsters
2001 ხრჩობა ინგლ. Choke
2002 ძილისპირული ინგლ. Lullaby
2003 დღიური ინგლ. Diary
2005 მოჩვენება ინგლ. Haunted
2007 რანტი ინგლ. Rant
2008 ნამწვი ინგლ. Snuff
2009 პიგნეი ინგლ. Pygmy
2010 უთხარი ყველას ინგლ. Tell All
2011 წყეული ინგლ. Damned

პატარა მოთხრობები

  • Fetch - 2009
  • Loser - 2010

არამხატვრული

  • გაქცეულები და დევნილები - სეირნობა პორტლენდში, ორეგონში (2003)
  • შეთხზულზე უცნაური - ნადვილი ისტორიები (2004)

ფილმები

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. SNAC — 2010.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. 3.0 3.1 NooSFere — 1999.
  4. filmportal.de — 2005.
  5. BD Gest'
  6. The Fine Art Archive — 2003.
  7. Babelio — 2007.
  8. Munzinger Personen
  9. The Fine Art Archive — 2003.
  10. "What Authors Influenced You?", Authorsontheweb.com. Retrieved July 10, 2007.
  11. Kennett, pp. 53–54.
  12. Crum, Maddie. (December 6, 2016) 'Fight Club' Author Reflects On Violence And Masculinity, 20 Years Later. ციტირების თარიღი: August 24, 2018
  13. Robinson, Tasha. „Chuck Palahniuk“. The A.V. Club. ციტირების თარიღი: July 20, 2018.
  14. Curtis, Bryan (June 22, 2005). „Chuck Palahniuk“. Slate. ISSN 1091-2339. ციტირების თარიღი: July 20, 2018.
  15. Cumming, Ed. (November 1, 2014) Chuck Palahniuk: 'I'm fascinated by low fiction that disgusts the reader or makes them sexually aroused'. ციტირების თარიღი: July 20, 2018
  16. Williams, Laura J. "Knock Out დაარქივებული 16 April 2005 საიტზე Wayback Machine. ". Ann Arbor Paper. Retrieved June 20, 2005.
  17. 17.0 17.1 Chuck Palahniuk " Power of the Word. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 11, 2018. ციტირების თარიღი: იანვარი 22, 2021.
  18. Oregon Book Awards. Literary Arts, Inc. Retrieved June 20, 2005.



Read other articles:

Eliezer MaromEli Marom, 2007JulukanChineyLahir13 November 1955 (umur 68)Sde Eliezer, Galilea Hulu, IsraelPengabdian IsraelDinas/cabang Angkatan Laut IsraelPangkatAluf (Wakil Laksamana)Perang/pertempuran Perang Lebanon 1982 Intifada Pertama Konflik Lebanon Selatan (1985–2000) Intifada Kedua Perkara Karine A Perkara Francop Aluf (Wakil Laksamana) Eliezer (Eli) Marom (Chayni) (Ibrani: אליעזר אלי מרום צ'ייני, kelahiran 1955, Sde Eliezer, Galilea Hulu, Israel) adalah ...

 

 

Keakuratan artikel ini diragukan dan artikel ini perlu diperiksa ulang dengan mencantumkan referensi yang dapat dipertanggungjawabkan. Diskusi terkait dapat dibaca pada the halaman pembicaraan. Harap pastikan akurasi artikel ini dengan sumber tepercaya. Lihat diskusi mengenai artikel ini di halaman diskusinya. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) 12 Bintang Idola Part 2Album studio karya MalydaDirilisJuli 1988GenrePopLabelHarpa Records, Atlantic RecordsKrono...

 

 

Peta Austria menunjukkan lokasi Vorarlberg Vorarlberg (Arlberg Muka) adalah sebuah negara bagian di Austria yang memiliki luas wilayah 2.601 km² dan populasi 372.791 jiwa (2001). Ibu kotanya ialah Bregenz. lbs Munisipalitas di negara bagian VorarlbergDistrik Bludenz Bartholomäberg · Blons · Bludenz · Bludesch · Brand · Bürs · Bürserberg · Dalaas · Fontanella · Gaschurn · Innerbraz · Klösterle · Lech am Arlberg&#...

Tangub component city (en) Tempat categoria:Articles mancats de coordenades Negara berdaulatFilipinaRegion di FilipinaMindanao UtaraProvinsi di FilipinaMisamis Occidental NegaraFilipina PendudukTotal68.389  (2020 )Tempat tinggal15.456  (2020 )Bahasa resmiRumpun bahasa Subanen, Cebu dan Tagalog GeografiLuas wilayah162,78 km² [convert: unit tak dikenal]Ketinggian243 m Berbatasan denganBonifacio Tubod Informasi tambahanKode pos7214 Kode telepon88 Lain-lainSitus webLaman resmi Tan...

 

 

City in Oklahoma, United StatesWalters, OklahomaCityCotton County Courthouse in 2014Motto(s): Small town; Big heartLocation of Walters, OklahomaCoordinates: 34°21′40″N 98°21′24″W / 34.36111°N 98.35667°W / 34.36111; -98.35667CountryUnited StatesStateOklahomaCountyCottonArea[1] • Total8.33 sq mi (21.57 km2) • Land8.07 sq mi (20.89 km2) • Water0.26 sq mi (0.68 km2)El...

 

 

Canadian cross-country mountain biker (born 1988) Emily BattyBatty in 2013Personal informationBorn (1988-06-16) June 16, 1988 (age 35)Brooklin, Ontario, CanadaHeight1.60 m (5 ft 3 in)[1]Weight48 kg (106 lb)[1]Team informationCurrent teamCanyon MTB Racing TeamDisciplineMountain bikeRoleRiderRider typeCross-countryProfessional teams2010–2011Trek World Racing2011–2020Subaru-Trek2021–Canyon Major winsPanAmGames (2015; 1st place) Medal ...

Disambiguazione – Se stai cercando il personaggio della Golden Age, vedi Torcia Umana (originale). Disambiguazione – Human Torch rimanda qui. Se stai cercando la serie pubblicata dalla Timely Comics, vedi The Human Torch. Torcia UmanaLa Torcia Umana, disegnato da Alex Ross UniversoUniverso Marvel Nome orig.Human Torch AutoriStan Lee Jack Kirby EditoreMarvel Comics 1ª app. inFantastic Four n. 1 (novembre 1961) 1ª app. it. inLinus Estate giugno 1966, supplemento al n...

 

 

Braille system for Samoan This article is based on a single source which has proven to be unreliable. It needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations other than UNESCO (1990, 2013). Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Samoan Braille – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2013) ...

 

 

455 sack of Rome by the Vandals For other uses, see Sack of Rome. This article's lead section may be too short to adequately summarize the key points. Please consider expanding the lead to provide an accessible overview of all important aspects of the article. (February 2021) Sack of RomePart of the fall of the Western Roman EmpireGenseric sacking Rome, by Karl BriullovDate2 – c. 16 June 455 AD[1]LocationRome, ItalyResult Vandalic victoryBelligerents Vandal Kingdom Western Roman Emp...

Cet article est une ébauche concernant l’histoire, la Renaissance et l’Écosse. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. La reine d'Angleterre Élisabeth Ire (à droite). Le traité d'Édimbourg, également connu sous le nom de traité de Leith, est un traité établi le 5 juillet 1560 entre les envoyés de la reine Élisabeth Ire d'Angleterre et les représentants français du roi François II afin ...

 

 

Omero Antonutti nel 1994 Omero Antonutti (Basiliano, 3 agosto 1935 – Udine, 5 novembre 2019) è stato un attore e doppiatore italiano. Indice 1 Biografia 1.1 Carriera di attore 1.2 Carriera di doppiatore 1.3 Morte 2 Filmografia 2.1 Cinema 2.2 Televisione 3 Prosa radiofonica 4 Doppiaggio 4.1 Film 4.2 Film d'animazione 4.3 Televisione 5 Riconoscimenti 6 Discografia 7 Note 8 Altri progetti 9 Collegamenti esterni Biografia Carriera di attore Omero Antonutti nel film Padre padrone (1977) Attore ...

 

 

2020年夏季奥林匹克运动会波兰代表團波兰国旗IOC編碼POLNOC波蘭奧林匹克委員會網站olimpijski.pl(英文)(波兰文)2020年夏季奥林匹克运动会(東京)2021年7月23日至8月8日(受2019冠状病毒病疫情影响推迟,但仍保留原定名称)運動員206參賽項目24个大项旗手开幕式:帕维尔·科热尼奥夫斯基(游泳)和马娅·沃什乔夫斯卡(自行车)[1]闭幕式:卡罗利娜·纳亚(皮划艇)&#...

Keuskupan JacarezinhoDioecesis IacarezinhoënsisCatedral Nossa Senhora da Conceição e São Sebastião (2016)LokasiNegara BrazilProvinsi gerejawiLondrinaStatistikLuas13.369 km2 (5.162 sq mi)Populasi- Total- Katolik(per 2006)437.000380,000 (87.0%)InformasiRitusRitus LatinPendirian10 Mei 1926 (98 tahun lalu)KatedralCatedral Nossa Senhora da Conceição e São SebastiãoKepemimpinan kiniPausFransiskusUskupFernando José PenteadoEmeritusConrado Walter, S.A...

 

 

Dungeons & Dragons Sebuah permainan D&D sedang berlangsung dengan menggunakan miniatur. Perancang Gary Gygax dan Dave Arneson; edisi ketiga oleh Monte Cook, Jonathan Tweet dan Skip Williams Penerbit Tactical Studies RulesWizards of the Coast Tanggal penerbitan 1974 (asli)1977 (D&D edisi dasar pertama)1977-1979 (AD&D edisi pertama) 1981 (D&D edisi dasar kedua)1983–1986 (edisi dasar ketiga)1989 (AD&D edisi kedua)1991 (D&D Rules Cyclopedia)2000 (D&D edisi ketig...

 

 

Darol FromanDr. Darol K. Froman, Technical Associate Director, Los Alamos Scientific Laboratory in 1953Born(1906-10-23)October 23, 1906Harrington, WashingtonDiedSeptember 11, 1997(1997-09-11) (aged 90)Santa Fe, New MexicoCitizenshipAmericanAlma materUniversity of Alberta (B.Sc. 1926, M.Sc. 1927) University of Chicago (Ph.D. 1930)Known forDeputy Director of Los Alamos LaboratoryAwardsa wide range of patents for electrical components and batteriesScientific careerFieldsNuclear p...

PausAdrianus VIAwal masa kepausan9 Januari 1522Akhir masa kepausan14 September 1523PendahuluLeo XPenerusKlemens VIIInformasi pribadiNama lahirAdrian Florisz DedelLahir2 Maret 1459Utrecht, BelandaWafat14 September 1523Roma, Italia Adrianus VI (2 Maret 1459 – 14 September 1523) adalah Paus yang menjabat sejak 9 Januari 1522 sampai 14 September 1523. Ia adalah satu-satunya orang berkebangsaan Belanda yang pernah memerintah di Takhta Suci. Ia juga paus terakhir yang berasal dari l...

 

 

Hindu kingdom on the Malay Peninsula Pan Pan3rd century CE–7th century CEApproximate location of Pan Pan.CapitalUnknownCommon languagesUnknownReligion HinduismGovernmentMonarchyRaja History • Established 3rd century CE• Disestablished 7th century CE Succeeded by Srivijaya Tambralinga Today part ofMalaysiaThailand Part of a series on the History of Malaysia Prehistoric period Paleolithic  Lenggong Valley c. 2,000,0000 BCE  Mansuli Valley235,000 BCE Meso...

 

 

У этого топонима есть и другие значения, см. Петухи. ДеревняПетухи 57°27′20″ с. ш. 53°55′29″ в. д.HGЯO Страна  Россия Субъект Федерации Удмуртская Республика Муниципальный округ Шарканский История и география Высота центра 219 м Население Население ↗10[1] чело...

Cet article est une ébauche concernant une localité flamande. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Kessel-Lo L'église du Sacré-Cœur. Administration Pays Belgique Région  Région flamande Communauté  Communauté flamande Province  Province du Brabant flamand Arrondissement Louvain Commune Louvain Code postal 3010 Zone téléphonique 016 Démographie Population 30 317 hab...

 

 

See also: Line of beauty and Swoon of the Virgin The Venus de Milo statue has an S-curve form. In the visual arts, an S-curve is an S-shaped curve that serves a wide variety of compositional purposes. The term is usually applied to the standing human figure bending first one way and then back the other. It may also be applied more generally, for example in landscape painting and photography. Human figure In Ancient Greek and Roman sculpture, the S-curve is a traditional art concept where the ...