ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათედრალი (სომხ.Սուրբ Ամենափրկիչ մայր տաճար, Surb Amenap′rkich mayr tachar) ასევე, ვნობილი, როგორც ყაზანჩეცოცი — სომხური სამოციქულო საკათედრო ტაძარიაზერბაიჯანის ქალაქ შუშაში. საკათედრო ტაძარი არის სომხური სამოციქულო ეკლესიის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეპარქიის კათედრა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი აიგო 1886-1887 წლებში. იგი 1888 წელს აკურთხეს. საკათედრო ტაძარი აზერბაიჯანელებმა1920 წლის მარტში შუშის ხოცვა-ჟლეტის დროს დააზიანეს და შემდეგი ათწლეულების მანძილზე დეკადანსს განიცდიდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს აზერბაიჯანი საკათედრო ტაძარს ასეულობით რაკეტისა და სამხედრო შეიარაღების საწყობად იყენებდა. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს საკათედრო ტაძარი აზერბაიჯანელთა შეტევის შედეგად დაზიანდა.[1]
ომის დასრულების შემდეგ, 1998 წელს იგი აღადგინეს. საკათედრო ტაძარი შუშისა და ყარაბაღის ღირსშესანიშნაობას და ყარაბაღელი სომხების სიმბოლოს წარმოადგენს. კათედრალის სიმაღლე 35 მეტრია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სომხური ტაძარია მთელს მსოფლიოში.
ისტორია
ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, კათედრალის ადგილას თავდაპირველად პატარა ბაზილიკა მდებარეობდა. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ შუშა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი გახდა.[2]თომას დე ვაალის თქმით, შუშა ბაქოსა და ერევნის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დედაქალაქებზე უფრო მდიდარი და ფართო იყო. ქალაქი ტიფლისთან ერთად კავკასიაში სომხთა კულტურული მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო..[3] რუსეთის იმპერიის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 1886 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 27 000 ადამიანს შეადგენდა, რომელთა 57% სომეხი, ხოლო 43% აზერბაიჯანელი იყო.[4] კათედრალის უძველესი ნაწილი, დღევანდელი სამრეკლო კოშკი 1858 წელს აიგო ხანდამირიანცების ოჯახის დაფინანსებით.[2]
კათედრალის მშენებლობა 1886 წელს დიაწყო და 1887 წელს დასრულდა. კათედრალის სახელწოდება წარმოდგება ყაზანჩიდან, ნახიჩევანის მახლობლად მდებარე სოფლის სახელწოდებიდან, რომლის მოსახლეობამაც ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო სახსრები გაიღო. კათედრალი სიმონ თერ-ჰაკობიანცმა ააგო. კათედრალი 1888 წლის 20 სექტემბერს აკუთხრეს.[5] The inscription reads:[6]
არქიტექტურა
კათედრალი გუმბათოვან ბაზილიკას წარმოადგენს, ოთხი აფსიდით. მისი სიგრძე 34.7 მეტრი, ხოლო სიგანე 23 მეტრი. კათედრალის სიმაღლე 35 მეტრია და ერთ-ერთი უდიდესი სომხური ტაძარია. გუმბათი კონუსური ფორმისაა, ლითონისგანაა დამზადებული და 17 მეტრის სიმაღლისაა. სომეხმა არქიტექტორმა, ართაქ ღულიანმა სახურავის პროპორციები გააკრიტიკა, მისი აზრით, ვალოდია ბაბაიანის მიერ შესწორებული სახრურავი ორიგინალ პროპორციასთან შედარებით ზედმეტად მაღალია. ტაძარს სამი იდენტური შეასვლელი აქვს დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. პორტალებსა და ფანჯრებზე ონრმანეტებია გამოსახული. ტაძრის იატაკი ეჩმიაძინის მონასტრის იმიტაციითაა შექმნილი. კათედრალი აგებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტრადიციული სომხური არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით.
ეკლესიაც და სამრეკლო კოშკიც თეთრი ქვითკირისგანაა აგებული. სამრეკლო კოშკს სამი სართული აქვს და 2 ზარს მოიცავს. სამრეკლოს პირველ სრთულზე ანგელოზთა ქანდაკებებია განთავსებული, რომლებიც საყვირებზე უკრავენ.
მნიშვნელოვანი მოვლენები
2008 წლის 16 ოქტომბერს ლევონ ჰაირაპეტიანის, რუსი ბიზნესმენის სპონსორობით, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში მასობრივი ქორწინების ცერემონია გაიმართა. ამ დღეს 700-მდე წყვილი დაქორწინდა, მათგან 500 ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათედრალში, ხოლო 200 - განძასარის მონასტერში.[7][8]
2017 წლის 6 აპრილს სერჟ თანქიანმა კათედრალში ქრისტიანული ლიტურგიული ლოცვა „Lord, have mercy“ შეასრულა.[9][10]
Corley, Felix (1998). „The Armenian Church under the Soviet and independent regimes, part 3: The leadership of Vazgen“. Religion, State and Society. 26 (3–4): 291–355. doi:10.1080/09637499808431832.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
de Waal, Thomas (2003). Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press. ISBN978-0-8147-1945-9.
Hasratyan, Murad (2002). „Շուշիի Ղազանչեցոց Ս. Ամենափրկիչ Եկեղեցի [Ghazanchetsots S. All-Savior Church of Shushi]“, "Քրիստոնյա Հայաստան" հանրագիտարան ["Christian Armenia" Encyclopedia] (hy). Yerevan: Armenian Encyclopedia Publishing.view online
Hasratyan, Murad (1982). „Շուշի. Ճարտարապետությունը [Shushi: Architecture]“, Soviet Armenian Encyclopedia Volume (hy). Yerevan, გვ. 601.
Mkrtchyan, Shahen (1988). „Церковь Казанчецоц [Ghazanchetsots Church]“, Историко-архитектурные памятники Нагорного Карабаха [Historical and architectural monuments of Nagorno-Karabakh]. Yerevan: Hayastan Publishing.
Mkrtchian, Shahen; Davtian, Schors (1999) „The Church of Ghazanchetsots“, Shushi: The City of Tragic Fate. Yerevan: Amaras Publishing House. ISBN9789993010050.
↑Walker, Edward (2000) „No War, No Peace in the Caucasus: Contested Sovereignty in Chechnya, Abkhazia, and Karabakh“, Crossroads and Conflict: Security and Foreign Policy in the Caucasus and Central Asia. Routledge, გვ. 297. ISBN978-0-415-92273-9. „...Shusha, along with Tbilisi (Tiflis), was at one time one of the two main Armenian cities of the Transcaucasus...“
↑ (1893) Свод статистических данных о населении Закавказского края, извлечённых из посемейных списков 1886 года (ru). Tiflis.view online