შუა შარის რეგიონი (ფრანგ. Moyen-Chari, არაბ. منطقة شاري الأوسط) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო აქ ჩამომდინარე მდინარე შარის გამო. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სარჰი. ფართობი — 41 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 598 284 ადამიანს.[1][2][3][4]
გეოგრაფია
შუა შარის რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ ნაწილში და უკავია ყოფილი შუა შარის პრეფექტურის დიდი ნაწილი. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება სალამატის რეგიონი, ჩრდილოეთით გერის რეგიონი, დასავლეთით შარი-ბაგირმის, ლაკის და მანდულის რეგიონები, სამხრეთით რეგიონზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის. რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს დიდი ტბა ირო.
მოსახლეობა
შუა შარის რეგიონში ყველაზე უფრო ბევრნი ცხოვრობენ სარას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. 3 სოფლის — გორის, დამტარის და მაილაოს მაცხოვრებლები, რომლებიც განლაგებულია მდინარე შარის მოპირდაპირე ნაპირზე, ლაპარაკობენ ლაალის ენაზე, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ენათა ოჯახს.
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით შუა შარის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — ბარჰ-კოჰი (შედგება 5 ქვეპრეფექტურისაგან), გრანდ-სიდო (4 ქვეპრეფექტურისაგან) და ლაკ-ირო (9 ქვეპრეფექტურისაგან).
ეკონომიკა
რეგიონის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა — მეცხოველეობა, თევზჭერა, ბამბის და შაქრის ლერწმის მოყვანა.
სქოლიო