ტანჯილეს რეგიონი (ფრანგ. Tandjilé, არაბ. منطقة تانجلي) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლაი. ფართობი — 17 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 682 817 ადამიანს.[1][2][3][4]
გეოგრაფია
ტანჯილეს რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით რეგიონს ესაზღვრება შარი-ბაგირმის რეგიონი, დასავლეთით აღმოსავლეთი მაიო-კების და დასავლეთი მაიო-კების რეგიონები, სამხრეთით აღმოსავლეთი ლოგონის და დასავლეთი ლოგონის რეგიონები, აღმოსავლეთით მანდულის და შუა შარის რეგიონები.
მოსახლეობა
ტანჯილეს რეგიონში ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: — მარბა (რეგიონის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20 %), ლელე (13,7 %), ნანჯერე (13,7 %), ნგამბი (12,7 %), გაბრი (11 %). მათ გარდა რეგიონში ასევე ცხოვრობს რამდენიმე ათეული ათასი მომთაბარე მოსახლეობა.
ტანჯილეს რეგიონის დიდი ქალაქებია — რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი ლაი, ასევე კელო, ბენოუ, ბერე.
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ტანჯილეს რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად: დასავლეთი ტანჯილე (შედგება 8 ქვეპრეფექტურისაგან) და აღმოსავლეთი ტანჯილე (5 ქვეპრეფექტურისაგან).
სქოლიო