შაჰ ჰანიმ სულთანი (თურქ. Şah Hanım Sultan; დ. 1544 — გ. 1580) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის და მისი კანონიერი ცოლის ნურბანუ სულთნის ქალიშვილი.
შაჰ სულთანი დაიბადა 1544 წელს მანისაში. ორჯერ იყო დაქროწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო ჰასან ეფენდი, რომლის გარდაცვალების შემდეგ მეორედ დაქორწინდა, ამჯერად, ზალ მაჰმუდ-ფაშაზე. შაჰ სულთანს ორი შვილი ჰყავდა.[1] შაჰ ჰანიმ სულთანი გარდაიცვალა 1580 წლის სექტემბერში. დაკრძალულია აია-სოფიაში.
სქოლიო